📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.08.2015
ძალის დაკარგვა 18.07.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.156.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,958 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.08.2015 მიღება
18.07.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
გეოგრაფიული ობიექტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობანაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული, გეგმარებითი რაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე
მუხლი 2
სახელდება
ამ წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელის მინიჭება ამ სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა
მუხლი 2
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე
პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №21 2015 წლის 13 აგვისტო ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის მე-13 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  „დმანისის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხებისა, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი“, დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗  ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №20-45. ((www.matsne.gov.ge), 14.12.2011,  330090020.35.156.016075). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი 1 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:   ა) გეოგრაფიული ობიექტი – დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე ადმინისტრაციული ერთეული, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადა, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობანაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული, გეგმარებითი რაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული, მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე;   ბ) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელის მინიჭება ამ სახელის მქონეთათვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა;    გ) სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში, მათ შორის, კაცობრიობის წინაშე სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში. მუხლი 3🔗. გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელის მინიჭება 1. სახელი ენიჭება:  ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;  ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული და შინაარსობრივად   მიზანშეწონილი. 3.გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. 4.გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, საჭიროების შემთხვევაში, სახელწოდება შეიძლება მიეთითოს სხვა ენაზეც. მუხლი 4🔗. გეოგრაფიული ობიექტებისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან გადარქმევა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს; ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი  სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული  ან დაკარგულია; გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება; დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას; ე) ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო მიზანშეწონილია სახელწოდების შეცვლა; ვ)   იცვლება     შემორჩენილი     საბჭოთა     პერიოდის     ბოლშევიკურ     რეჟიმთან   დაკავშირებული სახელწოდებები; ზ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნიათ; თ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან კატეგორია; ი) ტარდება სახელდების ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის აუცილებლობას. მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები 1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდებისას, მათი სახელები და გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით, სახელდებისას დასაშვებია, მაგალითად, ისეთი ანთროპონიმი, როგორიც არის: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“. 3. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება, მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგალითად, „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“). 4. თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგალითად, „მეფე დემეტრე თავდადებული“).  5. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგალითად, „დები იშხნელები“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგალითად, „26 მაისის მოედანი“). 6. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები. 8. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას. 9.  დასაშვებია ჩიხების, გასასვლელების სახელდება რომაული ციფრებისა და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგალითად, რუსთაველის გამზირის III ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მითითებულ ჩიხსა და გასასვლელს. მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებების შეზღუდვა 1. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისას ისეთი სახელების გამოყენება, რომლებიც: ა) აღვივებს    შუღლს    რასის,    კანის    ფერის,    ენის,    სქესის,    რელიგიის,    პოლიტიკური   და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური კუთვნილების, წარმოშობის მიხედვით; ბ) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. 2. სახელდებისას დაუშვებელია სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ინიციალების გამოყენება(მაგალითად, „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“). 3. დაუშვებელია დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა იმავე სახის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას. 4. დაუშვებელია გეოგრაფიული ობიექტის სახელის გადარქმევისას გეოგრაფიული ობიექტის უსახელოდ  დატოვება. 5. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამ წესის მე-7 მუხლის მე-13 პუნქტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით. მუხლი 7🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების     წესი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება დმანისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 3. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია: ა)დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დ) დაინტერესებული ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფი და იურიდიული პირი. 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს:  ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;  ბ) გეოგრაფიული ობიექტის აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები და სხვა). 5. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია. განხილვისას აღნიშნულმა კომისიამ უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი, ისტორიული და სხვა წყაროები. 6. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე. 7. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში განსაზღვრულ მიმართვას უნდა დაერთოს: ა) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი; გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;  დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია. 10. დმანისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას, სამთავრობო კომისიისათვის მიმართვას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად, უნდა დაერთოს: ა) პროსპექტის (გამზირი), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, ბულვარის, ხეივანის სახელდებისას – სიტუაციური რუკა (ქაღალდის ვერსია). რუკაზე წერტილებით და ხაზებით უნდა იყოს აღწერილი ქუჩის ფორმა და გავრცელების არეალი. ქუჩის დასაწყისი და დასასრული უნდა აღიწეროს წერტილებით, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; ბ) ზონის, მიკრორაიონის, მოედნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებისას – რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი ობიექტის ფორმა და გავრცელების არეალი, საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X,Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში. 11. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. სავალდებულოა, განკარგულებაში მიეთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 12. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).  13. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ან/და ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 14. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ, ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 15. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ამ წესის მე-7 მუხლის გარდა, საჭიროების შემთხვევაში განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურები შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ წესსა და საქართველოს კანონმდებლობას. დანართი 2 დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების,    შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი    წინამდებარე წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები   გადაწყვეტილებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესამისი სამსახურის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტის გათვალისწინებით, გამგებლის წარდგინებით, იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ   აღნიშნული  ბინის/ბინების   უფლების   ან კანონიერი     სარგებლობის   დამადასტურებელი   დოკუმენტი. მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის საფუძველი   ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში          სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის  მინიჭებული ნომრების აღრევა; დ)  სხვა ცდომილება  რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაციის წესი ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის ინდექსის დამატებით. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის წარსადგენად. 2. საკრებულოს აპარატი ვალდებულია განკარგულება ნუმერაციის მინიჭების თაობაზე  გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.