📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2015
ძალის დაკარგვა 04.02.2022
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 370 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2015 მიღება
04.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №38 2015 წლის 12 აგვისტო ხაშური მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებისათვის (ზღვრული ოდენობა) თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 (ასი) ლარი; ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად -100 (ასი) ლარი; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან თვის განმავლობაში არანაკლებ სამი შეხვედრისათვის - 197 (ასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი; 2. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს, (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას  ან/და არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს თვის განმავლობაში არანაკლებ სამჯერ),  არ მიეცეს ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა. მუხლი 2🔗 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.  2. ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს და მოქალაქეებთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს არანაკლებ ორი მოქალაქის ხელმოწერით და ასახული უნდა იქნეს  შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 25  დეკემბრის №78 დადგენილება (www.matsne.gov.ge  26/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016307). მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2015 წლის 4 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე