„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.037.016070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №24/ნ

2015 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში (სსმ, №136, 04/11/2009) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (ხარისხი: მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); მიმართულება: სასურველი – სამართალი;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express, Internet Explorer – კარგად ცოდნა;

დ) სავალდებულო – უცხო ენის (ინგლისური) – კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე.გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ე.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ე.ე) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ე.ვ) საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“;

ე.ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება;

ვ) მსოფლიო ბანკის და/ან სხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

ზ) მსოფლიო ბანკის და/ან სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შესყიდვების სახელმძღვანელოებისა და პროცედურების ცოდნა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრინოდარ ჯავახიშვილი