„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ფინანსური პოლიციის შესახებ 24.02.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 04.03.2004, მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. პოლიციის სამართლებრივი სტატუსი
პოლიცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და წინასწარი გამოძიება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;“.
3. მე-8 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს წინასწარი გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყოს გამოძიება;“.
4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-15 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ახორციელებს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) არის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფ საგამოძიებო დანაყოფებსა და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენ;
დ) ხელმძღვანელობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;
ე) მონაწილეობს პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.“;
გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1348-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1348. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.05.001.001.791.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1348, 20.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.001.791 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29524/