„სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 5 სექტემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010240040.19.012.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №28

2015 წლის 19 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 5 სექტემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სალიზინგო კომპანიების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2013 წლის 5 სექტემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010240040.19.012.016037, 09.09.2013 წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულება არეგულირებს სალიზინგო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესს.“;

2.  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება - გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა.“;

 ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;

ზ) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;“.

 

4. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ დებულების 71 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღებისას.“.

5.  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სალიზინგო კომპანიას წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სალიზინგო კომპანიას ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სალიზინგო კომპანიას. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, სალიზინგო კომპანია  წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:

ა) მითითების გამცემი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;

ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);

გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);

დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;

ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;

ვ) სალიზინგო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;

ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო.

თ)  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სალიზინგო კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის  ხელმოწერა.

4. სალიზინგო კომპანია ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება სალიზინგო კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სალიზინგო კომპანიას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სალიზინგო კომპანიას. სალიზინგო კომპანია ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.

7. სალიზინგო კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.

8. სალიზინგო კომპანია ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება, შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სალიზინგო კომპანიის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.

9. სალიზინგო კომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი