„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2015 წლის 18 აგვისტო ქ. გარდაბანი |
– დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია (დანართი №2);
– დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ცვლილებები (დანართი №3);
– დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის ცვლილებები (დანართი №4).
1. გადასახადები 4300 ათ. ლარის ოდენობით;
2. გრანტები 8601.4 ათ. ლარის ოდენობით. აქედან:
ა) გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი.
ბ) 3741.4 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი;
გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 3046.4 ათ. ლარი ;
დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მისაღები ტრანსფერი - 1553,6 ათ. ლარი.
3. სხვა შემოსავალები 2812.0 ათ. ლარის ოდენობით.
ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 2348.5 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 80 ლარით „სამჯერადი კვებით” და დაფინანსდება 2650 აღსაზრდელი სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 433.3 ათ. ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (2 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი.
ბ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 121,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 200 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 47,2 ათ. ლარით).
გ) კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ – 443,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით – გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ იქნას 1100 ბავშვის შენახვის ღირებულება)
დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 113.5 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს 509 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 18 ლარის ოდენობით)
ე) ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 77.0 ათ. ლარი
ვ) ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ანსამბლი „ბეთანია“ - 164.7 ათ. ლარი
ზ) ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 110.7 ათ.ლარი;
თ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 88.9 ათ. ლარი;
ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა” – 310.0 ათ. ლარი;
კ) ა.ა.ი.პ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის” – 147.0 ათ. ლარი;
ლ) შ.პ.ს. „რუსთავის ნაგავსაყრელი“ – 140.0 ათ. ლარი;
მ) ა.ა.ი.პ „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანება“ – 66.5 ათ. ლარი;
ნ) შ.პ.ს „გარდაბნის სატრასპორტო გაერთიანება“ – 10.0 ათ. ლარი ;
ო) შ.პ.ს „გარდაბანგანათებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ – 93.1ლარი.
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
ათას ლარებში
|
ათას ლარებში
|
ათას ლარებში
|
ათას ლარებში
|