საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1350
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.001.793
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12-ის დანართი, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები

ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და 1901 მუხლის შეფარდებისას.“.

2. 238-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 238. პროკურორისათვის ან წინასწარი გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემა

თუ საქმის განხილვის დროს ორგანო (თანამდებობის პირი) დაასკვნის, რომ დარღვევა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იგი მასალებს გადასცემს პროკურორს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს.“.

3. 267-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 267. დადგენილებათა სახეები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

1) ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;

2) საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ.

დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება ზეპირი შენიშვნის გამოცხადების, ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანი-ზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად, ანდა პროკურორის ან წინასწარი გამოძიების ორგანოსათვის მასალების გადაცემის დროს, აგრეთვე ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1350_Iს