კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.08.2015
ძალაში შესვლა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №78/04
სარეგისტრაციო კოდი 190040000.18.011.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2015
matsne.gov.ge 3,773 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2015 მიღება
01.10.2015 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
მომხმარებელი
პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი
მუხლი 2
გადამხდელი
გადამხდელი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 2
მიმღები
მიმღები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 2
ბანკის კლიენტი
პირი, გარდა კომერციული ბანკისა, რომელსაც გახსნილი აქვს ანგარიში ბანკში
მუხლი 2
პირი
პირი „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად
მუხლი 2
ბანკის შიდა გადარიცხვა
გადახდის ოპერაცია, ერთი ბანკის სხვადასხვა კლიენტებს შორის ან ამ ბანკსა და მის კლიენტს შორის, რომელიც სრულდება ბანკის შიდა სისტემის საშუალებით. ბანკის შიდა გადარიცხვებს არ მიეკუთვნება
მუხლი 2
სატრანზიტო ანგარიში
ბანკის ტექნიკური ანგარიში, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი გადახდის ოპერაციების  შესასრულებლად
მუხლი 2
ერთჯერადი გადახდის ოპერაცია
ერთჯერადი გადახდის ოპერაცია „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად
მუხლი 2
ბანკის საკუთარი გადარიცხვა
გადახდის ოპერაცია, სადაც გადამხდელი არის თვითონ  ბანკი, ხოლო მიმღები ამ ან სხვა ბანკის კლიენტი. აღნიშნული ოპერაცია დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ვალდებულებებისა, როგორიცაა:
მუხლი 2
ბანკის საკუთარი ჩარიცხვა
გადახდის ოპერაცია (ჩარიცხვა), სადაც მიმღები არის თვითონ  ბანკი, ხოლო გადამხდელი ამ ან სხვა ბანკის მომხმარებელი, ხოლო ჩარიცხვა დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის ან მომსახურების გაყიდვასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ვალდებულებებისა, როგორიცაა:
მუხლი 2
ბანკის კლიენტის ანგარიშზე თანხის განთავსება
გადახდის ოპერაცია, როდესაც ნაღდი ფულის შეტანა ხორციელდება ბანკის კლიენტის ანგარიშზე, მათ შორის,ფიზიკური პირების მიერ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე ნაღდი ფულით განხორციელებული შენატანები შემდგომ ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვის მიზნით (მათ შორის, კომუნალური გადასახადები)
მუხლი 2
საკრედიტო დავალება
საკრედიტო საგადახდო დავალება „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად.
მუხლი 2
სადებეტო დავალება
სადებეტო საგადახდო დავალება, მათ შორის,საინკასო დავალება, „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად
მუხლი 2
ქვეყნის შიგნით გადახდის ოპერაცია
საგადახდო მომსახურება, როდესაც გადამხდელის და  მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერები საგადახდო მომსახურებას ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე
მუხლი 2
ქვეყნის გარეთ გადახდის ოპერაცია
საგადახდო მომსახურება, როდესაც გამგზავნის ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურებას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე საქართველოს ფარგლებს გარეთ
მუხლი 2
აქტიური კლიენტი
ბანკის კლიენტი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განახორციელა სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვა
მუხლი 2
ინტერნეტ
ბანკი – ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკის კლიენტს შეუძლია მისი ბანკის სპეციალური ვებ–გვერდის მეშვეობით მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და ა.შ.
მუხლი 2
ბანკი
კლიენტი – ელექტრონული სისტემა, როდესაც ბანკის კლიენტი წინასწარ მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ბანკის ელექტრონულ სისტემასთან პირდაპირი (მათ შორის ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) გამოყენებით) კავშირის მეშვეობით (ვებ–გვერდის გამოყენების გარეშე) ახორციელებს საკუთარი ანგარიშის მართვას, გადახდების განხორციელებას და სხვა.
მუხლი 2
ტელეფონ
ბანკი – ბანკის მომსახურება, რომლის მეშვეობით კლიენტს ტელეფონის მეშვეობით (ხმოვანი კომუნიკაციის მეშვეობით) შეუძლია განახორციელოს ანგარიშის მართვა, გადახდები და სხვა.
მუხლი 2
მობილური ბანკი
ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით ბანკის კლიენტს მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, მობილური აპლიკაციებით და სხვა) შეუძლია მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და სხვა. „მობილურ ბანკს“ არ მიეკუთვნება ბანკის ისეთი ელექტრონული სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილური ტელეფონისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით (მაგ. მობილური ტელეფონის ვებ–ბრაუზერით ინტერნეტ–ბანკის გამოყენება, მობილური ტელეფონის ხმოვანი ფუნქციით ტელეფონ–ბანკით სარგებლობა და მსგავსი) .
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საწყისი პოზიცია 88% 05.01.2018 გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 22.01.2015 კომერციული ბანკების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 10.11.2023 არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 20.03.2024 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 84% 09.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №78/04 2015 წლის 21 აგვისტო ქ.თბილისი კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის, 45-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია თანდართულ დანართთან ერთად. მუხლი 2🔗  კომერციულმა ბანკებმა ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარადგინონ ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ელექტრონული ფორმით მისამართზე payments@nbg.gov.ge. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდეგში – ეროვნული ბანკი) გადახდის ოპერაციების შესახებ  სტატისტიკური ინფორმაციის შემცველი ფორმების შევსებისა და მათი წარდგენის წესს. 2. ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირების მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად, მითითებული უნდა იქნეს თითოეულ ფორმაზე. 3. კომერციული ბანკი პასუხისმგებელია გამოგზავნილი ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტებები ამ ინსტრუქციის და ფორმების მიზნებისათვის, მათში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) მომხმარებელიპირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი; ბ) გადამხდელიგადამხდელი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; გ) მიმღებიმიმღები „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) ბანკის კლიენტიპირი, გარდა კომერციული ბანკისა, რომელსაც გახსნილი აქვს ანგარიში ბანკში; ე) პირიპირი „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად; ვ) ბანკის შიდა გადარიცხვა – გადახდის ოპერაცია, ერთი ბანკის სხვადასხვა კლიენტებს შორის ან ამ ბანკსა და მის კლიენტს შორის, რომელიც სრულდება ბანკის შიდა სისტემის საშუალებით. ბანკის შიდა გადარიცხვებს არ მიეკუთვნება; ვ.ა) ანგარიშებზე განთავსებულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა; ვ.ბ) სესხის გაცემა; ვ.გ) ბანკის ერთიდაიმავე კლიენტის ანგარიშებს (მაგ. მიმდინარე და სადეპოზიტო) შორის გადარიცხვები; ვ.დ) ნაღდი ფულით შესრულებული ოპერაციები; ვ.ე) ფიზიკური პირისგან ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე  განხორციელებული ნაღდი ფულის მიღების ოპერაციები შემდგომ ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვის მიზნით (მათ შორის კომუნალური გადასახადები); ზ) სატრანზიტო ანგარიში –  ბანკის ტექნიკური ანგარიში, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი გადახდის ოპერაციების  შესასრულებლად; თ) ერთჯერადი გადახდის ოპერაციაერთჯერადი გადახდის ოპერაცია „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად; ი) ბანკის საკუთარი გადარიცხვა –  გადახდის ოპერაცია, სადაც გადამხდელი არის თვითონ  ბანკი, ხოლო მიმღები ამ ან სხვა ბანკის კლიენტი. აღნიშნული ოპერაცია დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის/მომსახურების შეძენასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ვალდებულებებისა, როგორიცაა: ი.ა) ანგარიშებზე განთავსებულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა;   ი.ბ) სესხის გაცემა და სხვა მსგავსი; კ) ბანკის საკუთარი ჩარიცხვა – გადახდის ოპერაცია (ჩარიცხვა), სადაც მიმღები არის თვითონ  ბანკი, ხოლო გადამხდელი ამ ან სხვა ბანკის მომხმარებელი, ხოლო ჩარიცხვა დაკავშირებულია ბანკის მიერ საქონლის ან მომსახურების გაყიდვასთან ან სხვა ვალდებულებების შესრულებასთან, გარდა ბანკსა და მის კლიენტს შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან (სასესხო, სადეპოზიტო და სხვა) გამომდინარე ვალდებულებებისა, როგორიცაა: კ.ა) ანგარიშებზე განთავსებული თანხიდან საკომისიოს ჩამოჭრა; კ.ბ) ბანკის კლიენტის მიერ სესხის/პროცენტის დაფარვა; კ.გ) ჯარიმების, საურავების და ა. შ. ჩამოჭრა და სხვა.; ლ) ბანკის კლიენტის ანგარიშზე თანხის განთავსება – გადახდის ოპერაცია, როდესაც ნაღდი ფულის შეტანა ხორციელდება ბანკის კლიენტის ანგარიშზე, მათ შორის,ფიზიკური პირების მიერ ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე ნაღდი ფულით განხორციელებული შენატანები შემდგომ ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშზე ამ თანხების ჩარიცხვის მიზნით (მათ შორის, კომუნალური გადასახადები); მ) საკრედიტო დავალება – საკრედიტო საგადახდო დავალება „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად. ნ) სადებეტო დავალება – სადებეტო საგადახდო დავალება, მათ შორის,საინკასო დავალება, „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ შესაბამისად; ო) ქვეყნის შიგნით გადახდის ოპერაცია – საგადახდო მომსახურება, როდესაც გადამხდელის და  მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერები საგადახდო მომსახურებას ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე; პ) ქვეყნის გარეთ გადახდის ოპერაცია – საგადახდო მომსახურება, როდესაც გამგზავნის ან მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საგადახდო მომსახურებას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე საქართველოს ფარგლებს გარეთ; ჟ) აქტიური კლიენტიბანკის კლიენტი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განახორციელა სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვა; რ) ინტერნეტბანკიელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკის კლიენტს შეუძლია მისი ბანკის სპეციალური ვებ–გვერდის მეშვეობით მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და ა.შ.; ს) ბანკი–კლიენტი – ელექტრონული სისტემა, როდესაც ბანკის კლიენტი წინასწარ მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ბანკის ელექტრონულ სისტემასთან პირდაპირი (მათ შორის ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) გამოყენებით) კავშირის მეშვეობით (ვებ–გვერდის გამოყენების გარეშე) ახორციელებს საკუთარი ანგარიშის მართვას, გადახდების განხორციელებას და სხვა.; ტ) ტელეფონბანკი – ბანკის მომსახურება, რომლის მეშვეობით კლიენტს ტელეფონის მეშვეობით (ხმოვანი კომუნიკაციის მეშვეობით) შეუძლია განახორციელოს ანგარიშის მართვა, გადახდები და სხვა.; უ) მობილური ბანკიელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით ბანკის კლიენტს მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, მობილური აპლიკაციებით და სხვა) შეუძლია მართოს საკუთარი ანგარიში, განახორციელოს გადახდები და სხვა. „მობილურ ბანკს“ არ მიეკუთვნება ბანკის ისეთი ელექტრონული სისტემა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მობილური ტელეფონისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით (მაგ. მობილური ტელეფონის ვებ–ბრაუზერით ინტერნეტ–ბანკის გამოყენება, მობილური ტელეფონის ხმოვანი ფუნქციით ტელეფონ–ბანკით სარგებლობა და მსგავსი) . მუხლი 3🔗. ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდის ოპერაციები RTGS სისტემის გამოყენების გარეშე (ფორმა №1) 1. ფორმა №1 „ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდის ოპერაციები RTGS სისტემის გამოყენების გარეშე“ მოიცავს ბანკის მიერ ქვეყნის შიგნით ეროვნული ბანკის RTGS სისტემის გამოყენების გარეშე განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ვალუტების მიხედვით. 2. ფორმის სვეტებში ინფორმაცია ივსება ვალუტების მიხედვით. თანხობრივი მონაცემები ივსება ნომინალში სვეტის სათაურში ვალუტის დასახელების მითითებით. თანხობრივი მონაცემები მრგვალდება ერთეულებამდე. 3.  სტრიქონები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სტრიქონი 1. „ბანკის შიდა გადარიცხვები“ მოიცავს ჯამურ ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს) ბანკის შიდა გადარიცხვების შესახებ და წარმოადგენს 1.1 და 1.2 სტრიქონების ჯამს: ა.ა) სტრიქონი 1.1. „ბანკის კლიენტების გადარიცხვები“  მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს) მხოლოდ ბანკის კლიენტთა შორის გადარიცხვების (ბანკის შიდა გადარიცხვების) შესახებ; ა.ბ) სტრიქონი 1.2. „ბანკის საკუთარი გადარიცხვები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს) ბანკის საკუთარი გადარიცხვების შესახებ ამავე ბანკის კლიენტის ანგარიშებზე; ბ) სტრიქონი 2. „გადარიცხვები სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშებიდან“ მოიცავს ინფორმაციას გადარიცხვების შესახებ, რომლებიც სრულდება სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშის გამოყენებით და წარმოადგენს 2.1, 2.2. და 2.3 სტრიქონების ჯამს: ბ.ა) სტრიქონი 2.1. „ბანკის კლიენტების გადარიცხვები“ მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ბანკის კლიენტების გადარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ; ბ.ბ) სტრიქონი 2.2. „ბანკის საკუთარი გადარიცხვები სხვა ბანკის კლიენტებისთვის“ მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული სხვა ბანკის კლიენტების სასარგებლოდ ბანკის საკუთარი გადარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ; ბ.გ) სტრიქონი 2.3.  „ბანკი–ბანკთან გადარიცხვები“  მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშის გამოყენებით განხორციელებული ბანკთაშორისი გადარიცხვების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს (მათ შორის შედის საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების შედეგად ვიზა/მასტერქარდის პირდაპირ და არაპირდაპირ წევრებს შორის ანგარიშსწორების მონაცემები, ასევე ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მონაცემები და სხვა); გ) სტრიქონი 3. „სხვა ბანკებში გახსნილ საკორესპონდენტო ანგარიშებზე მიღებული ჩარიცხვები“ მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკებში გახსნილ საკორესპონდენტო ანგარიშებზე მიღებული ჩარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ და წარმოადგენს 3.1, 3.2 და 3.3. სტრიქონების ჯამს: გ.ა) სტრიქონი 3.1. „ბანკის კლიენტების ჩარიცხვები“ მოიცავს სხვა ბანკში გახსნილ საკორესპონდენტო ანგარიშზე ბანკის კლიენტის სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; გ.ბ) სტრიქონი 3.2. „ბანკის ჩარიცხვები სხვა ბანკის კლიენტებისგან“ მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკში გახსნილ საკორესპონდენტო ანგარიშზე სხვა ბანკის კლიენტებისაგან ბანკის სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ; გ.გ) სტრიქონი 3.3. „ბანკი-ბანკთან ჩარიცხვები“  მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშზე მიღებული ბანკთაშორისი ჩარიცხვების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს (მათ შორის შედის საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების შედეგად ვიზა/მასტერქარდის პირდაპირ და არაპირდაპირ წევრებს შორის ანგარიშსწორების მონაცემები, ასევე ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მონაცემები და სხვა); დ) სტრიქონი 4. „კლიენტის ანგარიშიდან ნაღდი ფულის გაცემა“  მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ და წარმოადგენს 4.1, 4.2 და 4.3 სტრიქონების ჯამს. აღნიშნული არ მოიცავს ბანკომატებიდან და ბანკის პოსტერმინალების მეშვეობით საგადახდო ბარათით თანხის გაცემას; დ.ა) სტრიქონი 4.1. „ფიზიკური პირის ანგარიშიდან“ მოიცავს ბანკის კლიენტი ფიზიკური პირების ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; დ.ბ) სტრიქონი 4.2. „იურიდიული პირის ანგარიშებიდან“ მოიცავს ბანკის კლიენტი იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირების (გარდა ფიზიკური პირებისა) ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; დ.გ) სტრიქონი 4.3 „კომერციული ბანკის ანგარიშებიდან“ მოიცავს ინფორმაციას ბანკში გახსნილი სხვა კომერციული ბანკის ანგარიშიდან ნაღდი ფული გატანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; ე) სტრიქონი 5. „კლიენტის ანგარიშზე თანხის განთავსება (ნაღდი ფულის მიღება)“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ და წარმოადგენს 5.1, 5.2 და 5.3 სტრიქონების ჯამს. აღნიშნული ასევე მოიცავს ისეთ ოპერაციებსაც, რომელთა განხორციელებისათვის ტექნიკური მიზნით გამოიყენება სატრანზიტო ანგარიში; ე.ა) სტრიქონი 5.1. „ფიზიკური პირის ანგარიშზე“ მოიცავს ბანკის კლიენტი ფიზიკური პირების ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; ე.ბ) სტრიქონი 5.2. „იურიდიული პირის ანგარიშზე“ მოიცავს ბანკის კლიენტი იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირების (გარდა ფიზიკური პირებისა) ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; ე.გ) სტრიქონი 5.3 „კომერციული ბანკის  ანგარიშზე“ მოიცავს ინფორმაციას ბანკში გახსნილ სხვა კომერციული ბანკის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; ე.დ) სტრიქონი 5.4 „ბანკის კიოსკებით/ბანკომატებით თანხის განთავსება“ მოიცავს ბანკის კლიენტების ანგარიშზე ბანკომატების და ბანკის თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს და წარმოადგენს 5.4.1 და 5.4.2 სტრიქონების ჯამს. აღნიშნული არ მოიცავს სხვა იურიდიული პირების (საგადახდო მომსახურების პროვაიდერების) თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით მიღებულ თანხებს; ე.დ.ა) სტრიქონი 5.4.1 „ფიზიკური პირის ანგარიშზე“ მოიცავს ბანკის კლიენტი ფიზიკური პირების ანგარიშზე ბანკომატების და ბანკის თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს; ე.დ.ბ) სტრიქონი 5.4.2 „იურიდიული პირის ანგარიშზე“ მოიცავს ბანკის კლიენტი იურიდიული პირების და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირების (გარდა ფიზიკური პირებისა) ანგარიშზე ბანკომატების და ბანკის თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს. მუხლი 4🔗. RTGS სისტემის საშუალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციები (ფორმა №2) 1. ფორმა №2  „RTGS სისტემის საშუალებით განხორციელებული გადახდის ოპერაციები“ მოიცავს კომერციული ბანკის მიერ ქვეყნის შიგნით ეროვნული ბანკის RTGS სისტემის გამოყენებით განხორციელებული ბანკის მომხმარებლების გადარიცხვებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციას. თანხობრივი მონაცემები მრგვალდება ერთეულებამდე. 2. სტრიქონები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სტრიქონი 1. „ბანკის მომხმარებლების გადარიცხვები (RTGS სისტემის საშუალებით)“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის მომხმარებლების იმ გადარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც შესრულებული იქნა RTGS სისტემის გამოყენებით და წარმოადგენს სტრიქონების 1.1 და 1.2 ჯამს; ა.ა) სტრიქონი 1.1 „გადარიცხვები ბანკის კლიენტების ანგარიშებიდან (RTGS სისტემის საშუალებით)“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების იმ გადარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც შესრულებული იქნა RTGS სისტემის გამოყენებით და გადარიცხვა განხორციელდა უშუალოდ ბანკის კლიენტის ანგარიშიდან. ეს სტრიქონი თავისთავად წარმოადგენს სტრიქონების 1.1.1 და 1.1.2-ის ჯამს; ა.ა.ა) სტრიქონი 1.1.1 „ფიზიკური პირის ანგარიშიდან“ მოიცავს ინფორმაციას სტრიქონი 1.1 განსაზღვრული ოპერაციების შესახებ, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი ფიზიკური პირის ანგარიშიდან და წარმოადგენს სტრიქონების 1.1.1.1 და 1.1.1.2-ის ჯამს. 1.1.1.1 სტრიქონი მოიცავს ინფორმაციას იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი რეზიდენტი ფიზიკური პირის ანგარიშიდან, ხოლო 1.1.1.2 სტრიქონი მოიცავს ინფორმაციას არარეზიდენტი ფიზიკური პირის ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების შესახებ; ა.ა.ბ) სტრიქონი 1.1.2 „იურიდიული პირის ანგარიშიდან“ მოიცავს ინფორმაციას სტრიქონი 1.1 განსაზღვრული ოპერაციების შესახებ, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირის (გარდა ფიზიკური პირისა)  ანგარიშიდან და წარმოადგენს სტრიქონების 1.1.2.1 და 1.1.2.2-ის ჯამს. სტრიქონი 1.1.2.1 მოიცავს ინფორმაციას იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც განხორციელდა ბანკის კლიენტი რეზიდენტი იურიდიული პირის და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირის (გარდა ფიზიკური პირისა) ანგარიშიდან, ხოლო სტრიქონი 1.1.2.2 მოიცავს ინფორმაციას კლიენტი არარეზიდენტი იურიდიული პირისა და იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირის (გარდა ფიზიკური პირისა) პირის ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების შესახებ; ა.ბ) სტრიქონი 1.2  „მომხმარებლის გადარიცხვები სატრანზიტო ანგარიშიდან (RTGS სისტემის საშუალებით)“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის მომხმარებლის ერთჯერადი გადახდის ოპერაციის შესახებ,  რომლებიც სრულდება RTGS სისტემის საშუალებით ; ბ) სტრიქონი 2. „ბანკის კლიენტების ჩარიცხვები (RTGS სისტემის საშუალებით)“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების ანგარიშებზე RTGS სისტემის საშუალებით მიღებული ჩარიცხვების შესახებ. მუხლი 5🔗. ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადარიცხვები, საგადახდო დავალების მიღების საშუალების მიხედვით (ფორმა №3) 1. ფორმა №3  „ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადარიცხვები, საგადახდო დავალების მიღების საშუალების მიხედვით“ მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის კლიენტის მიერ ქვეყნის შიგნით როგორც RTGS სისტემით, ასევე სხვა ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიშების გამოყენებით განხორციელებული გადარიცხვების რაოდენობრივი და თანხობრივი მონაცემების შესახებ ვალუტების მიხედვით. 2.  ფორმის სვეტებში ინფორმაცია ივსება ვალუტების მიხედვით. თანხობრივი მონაცემები ივსება ნომინალში სვეტის სათაურში ვალუტის დასახელების მითითებით და მრგვალდება ერთეულებამდე. 3.  სტრიქონები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სტრიქონი 1. „კლიენტის გადარიცხვები ბანკის შიგნით“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების დავალებით ბანკის შიდა გადარიცხვების შესახებ, რომლის მიმღები არის ამავე ბანკის სხვა კლიენტი   და წარმოადგენს 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5 და 1.6 სტრიქონების ჯამს: ა.ა) სტრიქონი 1.1 „ინტერნეტ-ბანკის და ბანკი-კლიენტის საშუალებით მიღებული საკრედიტო  დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც  საგადახდო დავალება მიღებულია გადამხდელისგან ინტერნეტ-ბანკის/ბანკი-კლიენტის საშუალებით; ა.ბ) სტრიქონი 1.2 „ტელეფონ-ბანკის საშუალებით მიღებული საკრედიტო დავალებები“  მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია გადამხდელისგან ტელეფონ-ბანკის საშუალებით; ა.გ) სტრიქონი 1.3 „მობილური-ბანკის საშუალებით მიღებული საკრედიტო დავალებები“  მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია გადამხდელისგან მობილური-ბანკის საშუალებით; ა.დ) სტრიქონი 1.4 „საგადახდო ბარათის გამოყენებით ინიცირებული საკრედიტო დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც ელექტრონული საგადახდო დავალება ინიცირებულია საგადახდო ბარათით და მისი შესრულება არ ხდება საბარათე სისტემის საშუალებით. შესაბამისად, ამ მონაცემებში არ შედის: ელექტრონული კომერციის ოპერაციები, ვაჭრობის/მომსახურების ობიექტებსა და ბანკის ოფისებში POS ტერმინალების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციები; ა.ე) სტრიქონი 1.5 „სხვა საშუალებით მიღებული ელექტრონული საკრედიტო დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკის სხვა კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც ელექტრონული საგადახდო დავალება მიღებულია ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, გარდა 1.1, 1.2, 1.3 და 1.4 სტრიქონებში მითითებული საშუალებებისა; ა.ვ) სტრიქონი 1.6 „ქაღალდის საბუთით მიღებული საკრედიტო დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე საკრედიტო დავალების საფუძველზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც გადარიცხვის დავალება მიღებულია ქაღალდის საბუთის საშუალებით  (მათ შორის  ბანკში მისული კლიენტების მიერ განხორციელებული გადარიცხვები, როდესაც საბუთის შექმნა/ამობეჭდვა ხორციელდება თვით ბანკის მიერ); ა.ზ) სტრიქონი 1.7 „სადებეტო დავალებები (საინკასო დავალების გარდა)“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე სადებეტო დავალების საფუძველზე (საინკასო დავალების გარდა) განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როგორიცაა პირდაპირი დებეტი და სხვა.; ა.თ) სტრიქონი 1.8 „საინკასო დავალება“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან იმავე ბანკში სხვა კლიენტის ანგარიშზე საინკასო დავალების საფუძველზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ; ბ) სტრიქონი 2. „კლიენტის გადარიცხვები ბანკის გარეთ (სხვა ბანკში გახსნილ ანგარიშზე)“  მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების დავალებით სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვების შესახებ და წარმოადგენს 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 სტრიქონების ჯამს: ბ.ა) სტრიქონი 2.1 „ინტერნეტ–ბანკის და ბანკი–კლიენტის საშუალებით მიღებული საკრედიტო  დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია გადამხდელისგან ინტერნეტ-ბანკის/ბანკი-კლიენტის საშუალებით; ბ.ბ) სტრიქონი 2.2 „ტელეფონ–ბანკის საშუალებით მიღებული საკრედიტო დავალებები“  მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია გადამხდელისგან ტელეფონ-ბანკის საშუალებით; ბ.გ) სტრიქონი 2.3 „მობილური–ბანკის საშუალებით მიღებული საკრედიტო დავალებები“  მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია გადამხდელისგან მობილური-ბანკის საშუალებით; ბ.დ) სტრიქონი 2.4 „საგადახდო ბარათის გამოყენებით ინიცირებული საკრედიტო დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც ელექტრონული საგადახდო დავალება ინიცირებულია საგადახდო ბარათით და მისი შესრულება არ ხდება საბარათე სისტემის საშუალებით. შესაბამისად, ამ მონაცემებში არ შედის: ელექტრონული კომერციის ოპერაციები, ვაჭრობის/მომსახურების ობიექტებსა და ბანკის ოფისებში POS ტერმინალების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციები; ბ.ე) სტრიქონი 2.5 „სხვა საშუალებით მიღებული ელექტრონული საკრედიტო დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც ელექტრონული საგადახდო დავალება მიღებულია ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, გარდა 2.1, 2.2, 2.3 და 2.4 სტრიქონებში მითითებული საშუალებებისა; ბ.ვ) სტრიქონი 2.6 „ქაღალდის საბუთით მიღებული საკრედიტო დავალებები“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში საკრედიტო დავალების საფუძველზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როდესაც საგადახდო დავალება მიღებულია ქაღალდის საბუთის საშუალებით  (მათ შორის  ბანკში მისული კლიენტების მიერ განხორციელებული გადარიცხვები, როდესაც საბუთის შექმნა/ამობეჭდვა ხორციელდება თვით ბანკის მიერ); ბ.ზ) სტრიქონი 2.7 „სადებეტო დავალებები (საინკასო დავალების გარდა)“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში სადებეტო დავალების (საინკასო დავალების გარდა) საფუძველზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ, როგორიცაა პირდაპირი დებეტი და სხვა; ბ.თ) სტრიქონი 2.8 „საინკასო დავალება“ მოიცავს ინფორმაციას კლიენტის ანგარიშიდან სხვა ბანკში/სახელმწიფო ხაზინაში საინკასო დავალების საფუძველზე განხორციელებული გადარიცხვების შესახებ; გ) სტრიქონი 3. „სულ კლიენტის გადარიცხვები“ მოიცავს ინფორმაციას ბანკების კლიენტების გადარიცხვების შესახებ ჯამურ ინფორმაციას და წარმოადგენს სტრიქონების 1 და 2–ის ჯამს; დ) სტრიქონი 3.1 „ინტერნეტ-ბანკის და ბანკი-კლიენტის საშუალებით მიღებული საკრედიტო  დავალებები“ წარმოადგენს სტრიქონების1.1 და 2.1-ის ჯამს; ე) სტრიქონი 3.2 „ტელეფონ-ბანკის საშუალებით მიღებული საკრედიტო დავალებები“  წარმოადგენს სტრიქონების 1.2 და 2.2-ის ჯამს; ვ) სტრიქონი 3.3 „მობილური-ბანკის საშუალებით მიღებული საკრედიტო დავალებები“  წარმოადგენს სტრიქონების1.3 და 2.3-ის ჯამს; ზ) სტრიქონი 3.4 „საგადახდო ბარათის გამოყენებით ინიცირებული ელექტრონული საკრედიტო დავალებები“ წარმოადგენს სტრიქონების 1.4 და 2.4-ის ჯამს; თ) სტრიქონი 3.5 „სხვა საშუალებით მიღებული ელექტრონული საკრედიტო დავალებები“ წარმოადგენს სტრიქონების 1.5 და 2.5-ის ჯამს; ი) სტრიქონი 3.6 „ქაღალდის საბუთით მიღებული საკრედიტო დავალებები“ წარმოადგენს სტრიქონების 1.6 და 2.6-ის ჯამს; კ) სტრიქონი 3.7 „სადებეტო დავალებები (საინკასო დავალების გარდა)“ წარმოადგენს სტრიქონების 1.7 და 2.7-ის ჯამს; ლ) სტრიქონი 3.8 „საინკასო დავალება“ წარმოადგენს სტრიქონების 1.8 და 2.8-ის ჯამს. მუხლი 6🔗. შეცდომით მიღებული ჩარიცხვები (ფორმა №4) 1. ფორმა №4 მოიცავს კომერციული ბანკის მიერ შეცდომით მიღებული ჩარიცხვების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს. 2.  იმ შემთხვევაში, თუ შეცდომით მიღებული ჩარიცხვა უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, იგი გადაყვანილი უნდა იქნეს ლარში, თვის ბოლოს არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით . 3.  სტრიქონები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სტრიქონი 1.  „შეცდომით მიღებული ჩარიცხვები (უკან დაუბრუნდა გადამხდელს )“  მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკიდან შეცდომით მიღებულ იმ ჩარიცხვებზე, რომლებიც უკან დაუბრუნდა გადამხდელს და წარმოადგენს 1.1, 1.2 და 1.3 სტრიქონების ჯამს: ა.ა) სტრიქონი 1.1 „RTGS სისტემით მიღებული“  მოიცავს ინფორმაციას იმ ჩარიცხვების შესახებ, რომელიც მიღებულია RTGS სისტემის მეშვეობით; ა.ბ) სტრიქონი 1.2 „ლარით (გარდაRTGS სისტემით მიღებულისა)  მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკიდან ლარით განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ გარდა RTGS სისტემით მიღებულისა; ა.გ) სტრიქონი 1.3  „უცხოური ვალუტით“ მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკიდან უცხოური ვალუტით განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ; ბ) სტრიქონი 2.  „შეცდომით მიღებული, მაგრამ გასწორებული ჩარიცხვები (ჩაერიცხა მიმღებს)“  მოიცავს ინფორმაციას შეცდომით მიღებულ იმ ჩარიცხვებზე, რომლებიც დაკორექტირდა და  ჩაერიცხა მიმღებს და წარმოადგენს 2.1, 2.2 და 2.3 სტრიქონების ჯამს: ბ.ა) სტრიქონი 2.1 „RTGS სისტემით მიღებული“  მოიცავს ინფორმაციას იმ ჩარიცხვების შესახებ, რომელიც მიღებულია RTGS სისტემის მეშვეობით; ბ.ბ) სტრიქონი 2.2 „ლარით (გარდაRTGS სისტემით მიღებულისა)” მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკიდან ლარით განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ, გარდა RTGS სისტემით მიღებულისა; ბ.გ) სტრიქონი 2.3  „უცხოური ვალუტით“ მოიცავს ინფორმაციას სხვა ბანკიდან უცხოური ვალუტით განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ; მუხლი 7🔗. ფულადი გზავნილები (ფორმა №5) 1. ფორმა №5 „ფულადი გზავნილები“ მოიცავს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს. 2. სვეტები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სვეტი 1  მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ ლარით გაგზავნილი ფულადი გზავნილების რაოდენობრივი მონაცემების შესახებ. ბ) სვეტი 2 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ ლარით გაგზავნილი ფულადი გზავნილების თანხობრივი მონაცემების შესახებ გ) სვეტი 3 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით გაგზავნილი ფულადი გზავნილების რაოდენობრივი მონაცემების შესახებ დ) სვეტი 4 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით გაგზავნილი ფოლადი გზავნილების თანხობრივი მონაცემების შესახებ. სვეტი ივსება ლარის ეკვივალენტით თვის ბოლოს არსებული ოფიციალური კურსით. ე) სვეტი 5 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ ლარით მიღებული ფულადი გზავნილების რაოდენობრივი მონაცემების შესახებ. ვ) სვეტი 6 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ ლარით მიღებული ფულადი გზავნილების თანხობრივი მონაცემების შესახებ ზ) სვეტი 7 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით მიღებული ფულადი გზავნილების რაოდენობრივი მონაცემების შესახებ თ) სვეტი 8 მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით მიღებული ფულადი გზავნილების თანხობრივი მონაცემების შესახებ. სვეტი ივსება ლარის ეკვივალენტით თვის ბოლოს არსებული ოფიციალური კურსით. 3. სტრიქონები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სტრიქონი 1 „ქვეყნის შიგნით“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ ქვეყნის შიგნით გაგზავნილი/მიღებული ფულადი გზავნილის შესახებ და წარმოადგენს 1.1 და 1.2 სტრიქონების ჯამს. ა.ა) სტრიქონი 1.1 „უშუალოდ ბანკის მიერ“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) უშუალოდ კომერციული ბანკის მიერ მომხმარებლის მომსახურებას ფულადი გზავნილებით (ქვეყნის შიგნით ფულადი გზავნილის განხორციელებას). ა.ბ) სტრიქონი 1.2 „აგენტის მეშვეობით“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ აგენტის მეშვეობით მომხმარებლების მომსახურებას ფულადი გზავნილებით (ქვეყნის შიგნით ფულადი გზავნილების განხორციელებას) და წარმოადგენს 1.2.1, 1.2.2 და 1.2.3 სტრიქონების ჯამს: ა.ბ.ა) სტრიქონი 1.2.1 „სხვა ბანკები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ მისი აგენტი სხვა კომერციული ბანკის მეშვეობით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ. ა.ბ.ბ) სტრიქონი 1.2.2 „მიკროსაფინანსო ორგანიზაციები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ მისი აგენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ. ა.ბ.გ) სტრიქონი 1.2.3 „გზავნილების განმახორციელებელი სხვა პირები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ მისი აგენტი  ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მეშვეობით ქვეყნის შიგნით განხორციელებული ფულადი გზავნილების შესახებ. ბ) სტრიქონი 2 „ქვეყნის გარეთ“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ საქართველოს გარეთ გაგზავნილი და საქართველოს გარედან მიღებული ფულადი გზავნილის შესახებ და წარმოადგენს 2.1 და 2.2 სტრიქონების ჯამს: ბ.ა) სტრიქონი 2.1 „უშუალოდ ბანკის მიერ“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) უშუალოდ კომერციული ბანკის მიერ მომხმარებლის მომსახურებას ფულადი გზავნილებით (ქვეყნის გარეთ ფულადი გზავნილის განხორციელებას და ქვეყნის გარედან ფულადი გზავნილის მიღებას). ბ.ბ) სტრიქონი 2.2 „აგენტის მეშვეობით“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ აგენტის მეშვეობით მომხმარებლების მომსახურებას ფულადი გზავნილებით (ქვეყნის გარეთ ფულადი გზავნილის განხორციელებას და ქვეყნის გარედან ფულადი გზავნილის მიღებას) და წარმოადგენს 2.2.1, 2.2.2 და 2.2.3 სტრიქონების ჯამს: ბ.ბ.ა) სტრიქონი 2.2.1 „სხვა ბანკები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ მისი აგენტი სხვა კომერციული ბანკი მეშვეობით ქვეყნის გარეთ განხორციელებული და ქვეყნის გარედან მიღებული ფულადი გზავნილების შესახებ. ბ.ბ.ბ) სტრიქონი 2.2.2 „მიკროსაფინანსო ორგანიზაციები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ მისი აგენტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყნის გარეთ განხორციელებული და ქვეყნის გარედან მიღებული  ფულადი გზავნილების შესახებ. ბ.ბ.გ) სტრიქონი 2.2.3 „გზავნილების განმახორციელებელი სხვა პირები“ მოიცავს ინფორმაციას (რაოდენობრივ და თანხობრივ მონაცემებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) კომერციული ბანკის მიერ მისი აგენტი  ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მეშვეობით ქვეყნის გარეთ განხორციელებული და ქვეყნის გარედან მიღებული  ფულადი გზავნილების შესახებ. მუხლი 8🔗. ბანკის კლიენტების შესახებ (ფორმა №6) 1.  ფორმა № 6  „ბანკის კლიენტების შესახებ“ მოიცავს ინფორმაციას კომერციული ბანკის კლიენტისა და მათ შორის აქტიური კლიენტების რაოდენობის შესახებ, მათ მიერ საგადახდო დავალების ინიცირების საშუალებების მიხედვით. 2.  ფორმის სტრიქონებში მოცემული ინფორმაცია დაყოფილია ორ სვეტად: ა) სვეტი „ფიზიკური პირები“ მოიცავს ინფორმაციას ფიზიკური პირი ბანკის კლიენტების შესახებ; ბ) სვეტი „იურიდიული პირები“ მოიცავს ინფორმაციას იურიდიული პირი ბანკის კლიენტებისა და ასევე, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე პირი (გარდა ფიზიკური პირებისა) ბანკის კლიენტების შესახებ; 3.  სტრიქონები ივსება შემდეგი ინფორმაციით: ა) სტრიქონი 1. „ბანკის კლიენტები“ მოიცავს ინფორმაციას ბანკის კლიენტების და მათ შორის, ბანკის აქტიური კლიენტების რაოდენობის შესახებ; ბ) სტრიქონი 2 „ინტერნეტ-ბანკი და ბანკი-კლიენტი“ მოიცავს: ბ.ა) ინფორმაციას იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ, ვისაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს გააქტიურებული ჰქონდა ინტერნეტ-ბანკისა და/ან ბანკი-კლიენტის სერვისი (მიუხედავად იმისა განახორციელა თუ არა კლიენტმა რაიმე ოპერაცია ამ საშუალებების გამოყენებით); ბ.ბ) ინფორმაციას იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ ვინც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განახორციელა ინტერნეტ-ბანკის და/ან ბანკი-კლიენტის მეშვეობით სხვა კლიენტის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა; გ) სტრიქონი 3 „ტელეფონ-ბანკი“ მოიცავს: გ.ა) ინფორმაციას იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ, ვისაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს ტელეფონ-ბანკით საშუალებით  შეეძლო სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვის განხორციელება; გ.ბ) ინფორმაციას იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ ვინც საანგარიშო პერიოდში ტელეფონ-ბანკის საშუალებით ერთხელ მაინც განახორციელა სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვა; დ) სტრიქონი 4 „მობილური ბანკი“ მოიცავს: დ.ა) ინფორმაციას იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ, ვისაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს მობილური ბანკ საშუალებით შეეძლო სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვის განხორციელება; დ.ბ) ინფორმაციას იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ ვინც საანგარიშო პერიოდში მობილური ბანკის საშუალებით ერთხელ მაინც განახორციელა სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვა; ე) სტრიქონი 5 „სხვა დისტანციური საშუალებები“ მოიცავს: ინფორმაციას ბანკის იმ კლიენტების რაოდენობის შესახებ ვინც საანგარიშო პერიოდში ერთხელ მაინც განახორციელა სხვა კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვა მე-2, მე-3 და მე-4 სტრიქონებში მითითებული საშუალებებისაგან განსხვავებული ელექტრონული მოწყობილობებით ინიცირებული საკრედიტო საგადახდო დავალებით. მუხლი 9🔗. კომერციული ბანკების მიერ ქვეყნის შიგნით განხორციელებული საგადახდო მომსახურების შესახებ ფორმებს შორის გასათვალისწინებელი კავშირები კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი ფორმების სიზუსტის გაზრდისა და მონაცემების დამუშავების გაადვილების მიზნით  გასათვალისწინებელია ურთიერთკავშირები სხვადასხვა ფორმის ცალკეულ მონაცემებს შორის: ა) ფორმა №1 სტრიქონი 1.1 ყოველთვის ტოლი უნდა იყოს ფორმა №3 სტრიქონი 1-ის მონაცემების თითოეული ვალუტისათვის; ბ) ფორმა №1 სტრიქონი 2.1-სა და ფორმა №2 სტრიქონი №1-ის ჯამი ლარით გადარიცხვების შემთხვევაში ტოლი უნდა იყოს ფორმა №3-ის მე-2 სტრიქონის მონაცემებისა; გ) ფორმა №1 სტრიქონი 2.1 უცხოური ვალუტით გადარიცხვების შემთხვევაში ტოლი უნდა იყოს ფორმა №3-ის მე-2 სტრიქონის მონაცემებისა. მუხლი 10🔗. ინფორმაციის წარდგენის წესი 1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ინფორმაცია  ეროვნულ ბანკში წარდგენილი უნდა იქნეს ყოველთვიურად ელექტრონული ფორმით ექსელის ფორმატში შემდეგ მისამართზე: payments@nbg.gov.ge 2. წარდგენილი ინფორმაცია დადასტურებულ უნდა იქნეს ელექტრონული ხელმოწერით.