„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) – ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის ან ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან ორ კვირაში წინასწარ ამოწმებს დისციპ-ლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობას, რის შედეგადაც შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას (გადაწყვეტილებას) მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს.“.
4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1353–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1353. სარეგისტრაციო კოდი — 110.050.130.05.001.001.796.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1353, 20.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 110.050.130.05.001.001.796 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29554/