აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/352

2015 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 24 ივნისის №01/2040 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შემდეგი პროექტები:

1.  ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4.093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი; 2. ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი; 3. E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი.

 

პროექტების მოკლე აღწერილობა:

●  ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4.093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის საპროექტო გზის საწყისად მიღებულია ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის ბოლოს არსებული მოედანი, ხოლო ბოლოდ გეგუთში მშენებარე სატრანსპორტო კვანძის ოთხზოლიანი მონაკვეთის დასასრული. საპროექტო გზის სიგრძე შეადგენს 4 093 კმ-ს. მან უნდა უზრუნველყოს გეგუთში მოწყობილი სატრანსპორტო კვანძით ავტომაგისტრალთან ქუთაისში და უკან მიმავალი სატრანსპორტო ნაკადების დაკავშირება. ასევე სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფა სოფლებთან: გეგუთი, პატრიკეთი, ოფშკვითი, საყულია და ბაში. საპროექტო გზის გეომეტრიული პარამეტრები შერჩეულია სატრანსპორტო ნაკადის, გზის დანიშნულების და რელიეფის გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას.

● E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველომ მოიპოვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, რისი გათვალისწინებითაც სატრანსპორტო ინფრასტუქტურის განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად იქცა. საქართველოს მთავრობამ აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო დერეფნის მოდერნიზაციაში მხარდაჭერა სთხოვა ევროპის საინვესტიციო ბანკს სამტრედია-გრიგოლეთის ახალი 4-ზოლიანი გზის პროექტის მხარდასაჭერად. გზის ამ მონაკვეთმა უნდა უზრუნველყოს E-60 მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია მონაკვეთის უწყვეტობა.

●      ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 17,3 კმ-ს. ტრასა იწყება სოფ. ქვედა სიმონეთიდან, გაუყვება მთის ძირს, სოფ. ჭოგნარის ტერიტორიაზე გადაკვეთს არსებული რკინიგზის ხაზს, შემდგომ პარალელურად გაუყვება რკინიგზის ხაზს სამხრეთის მხარეს, გადაკვეთს მდ. რიონს და დასრულდება სოფ. უკანეთის ტერიტორიაზე.

ავტომაგისტრალი წარმოადგენს მგზავრთა გადაადგილებისა და ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად და არსებით სოციალურ ინფრასტრუქტურას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში.

საპროექტო ავტომაგისტრალი უნდა გახდეს არტერია, რომელიც ევროპას დააკავშირებს ცენტრალურ აზიათან. აქედან გამომდინარე, გაუმჯობესდება სატრანსპორტო მიმოსვლა შავ ზღვასა და დედაქალაქ თბილისს შორის.

პროექტში ეს მონაკვეთი პროექტირდება, როგორც დროებითი ორზოლიანი გზა, რომელიც მომავალში ოთხზოლიან გზამდე გაფართოვდება. ორსაფეხურიანი მშენებლობა, ანუ პირველ ეტაპზე დროებითი ორზოლიანი გზის აშენება და შემდგომ მომავალში მისი ოთხზოლიან ტრასად გადაკეთება ნაკარნახევია საწყისი ხარჯის შემცირების მოსაზრებით.

 

დასახელებული პროექტების განხორციელების მიზნით, აუცილებელია პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ უძრავი ქონებების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია, მაგრამ მოლაპარაკების მიუხედავად, მიმდინარე ეტაპზე, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტების ზემოქმედების არეალში მოქცეული მიწის ნაკვეთის შემდეგ მესაკუთრეებთან:


1)  ალექსანდრე იმედაშვილი – (პ/ნ 26001000775), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №27.15.47.253 – E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი;

2) ეთერ იმედაშვილი – (პ/ნ 01005002960), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი – №27.15.47.251 – E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტი;

3) გელა ლანჩავა – (პ/ნ №21001011391), ლელა ლანჩავა (პ/ნ 21001010493); ნანული ლანჩავა (პ/ნ 21001022335) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 33.02.34.009 – ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მონკვეთის მშენებლობის პროექტი;

4) ამირან შანიძე – (პ/ნ: 60002010299) – უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №03.05.23.214; №03.05.23.213 – E-60 მაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტი;

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობები და ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ ზემოთ მითითებული პროექტების განხორციელების მიზნით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ განსახორცილებელი პროექტების ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია საექსპროპრიაციო უძრავი ქონებები შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.


საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 20 ივლისის ოქმის და დასკვნის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს: ქ. ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის კვანძთან შემაერთებელი გზის სიგრძით 4.093 კმ რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კერძოდ, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №23ა (ნაკვეთი №1) და №23ბ-ში (ნაკვეთი №2) პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ა) ამირან შანიძის (პ/ნ: 60002010299) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ექსპროპრიაციის უფლება – ს/კ №03.05.23.213 - მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 260 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი – 260 კვ.მ; ს/კ №03.05.23.214 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 272 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 272 კვ.მ.

2. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს: E-60 ჩქაროსნული საავტომობილო გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის კმ42+000-კმ51+570 (ლოტი IV) მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კერძოდ, ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე: ა) ალექსანდრე იმედაშვილის (პ/ნ 26001000775) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ს/კ №27.15.47.253 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 3926 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2262 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მრავალწლიანი ნარგავები; ბ) ეთერ იმედაშვილის (პ/ნ 01005002960) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – ს/კ №27.15.47.251 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 2319 კვ.მ, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2319 კვ.მ და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, სასოფლო-სამეურნელო კულტურა.

3. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს: ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის ქუთაისის ახალი შემოსავლელი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კერძოდ, თერჯოლის რაიონში სოფელ ჭოგნარში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება შემდეგი ფიზიკური პირების თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე: ა) გელა ლანჩავას (პ/ნ 21001011391); ლელა ლანჩავას (პ/ნ 21001010493); ნანული ლანჩავას (პ/ნ 21001022335) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: №33.02.34.009 – მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართი 4470 კვ.მ – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 800 კვ.მ.

4.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

  მინისტრი                                                                                 გ. კვირიკაშვილი