ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2015
ძალის დაკარგვა 17.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2015 წლის 21 აგვისტო
ქ. მცხეთა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 122-ე მუხლისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №5 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი
დანართი №1
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი № __
––– –––– ––––––––––– ქალაქი მცხეთა
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი გაიცა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის/ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №5 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების სარგებლობის საწყისი საფასური (ქირის ოდენობა) ----------------- (--------------------) ლარი,
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge მოწყობილ აუქციონზე
(ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
აუქციონის დაწყების თარიღი: --------------------------------
აუქციონის დამთავრების თარიღი: ________________
აუქციონის № ___________________
აუქციონის ლოტის № ________________________
ბიჯის ოდენობა ----------------------- ( ) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საგარანტიო თანხის ოდენობა ------------------------ ( ) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
მის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის ------------------ (----------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №5 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა
------------------------------------------------------------------------------------------------------------- ფორმით
(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე)
________________
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
შემდგომში ქონება.
- ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონულ აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, ---------------კალენდარული დღის ვადაში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების ქირის საფასური გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე:
სახაზინო კოდი --------------------------------------------------------------------------------------------------------------
-წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება ქალაქ მცხეთის მერიას, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
- ოქმს, რომელიც რჩება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია –
გამარჯვებულის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში –
უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით –
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი
ან მის მიერ უფლებამოსილი პირი
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და
მოსაკრებლების სამსახურის უფროსი
--------------------------------------- -------------------------------------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული
___ _______ ______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
.
დანართი №2
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის
ხელშეკრულება № __
რიცხვი თვე წელი ქალაქი მცხეთა
ხელშეკრულების მხარეები:
ერთი მხრივ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი ___________________ (შემდგომში –
„მესაკუთრე“), და, მეორე მხრივ, აუქციონში გამარჯვებული (შემდგომში –
„სარგებლობის უფლებით მიმღები“) _____________________________ (პ/ნ ____________ წარმოდგენილი _ _____ (პ/ნ______________) სახით, მოქმედი ______________________________________________________________________________________________
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები
საფუძველზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის იანვრის №5 დადგენილების, 20 წლის _________ № ___ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ, წინამდებარე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებას (შემდგომში –
სარგებლობის ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულების ფარგლებში „მესაკუთრე“, ,,მოსარგებლეს’’, რომელიც არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 20 წლის _____ დან, 20 __ წლის ________ მდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 20 წლის № ____ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობაში გადასცემს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ____________________________________________
_______________________________________________________________________________________
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და
ვალდებულებების თაობაზე,____________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
__________________________________________ ფორმით
(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით)
_____________________________________________________________________________მიზნით
(ქონებით სარგებლობის მიზანი)
2. „მესაკუთრე“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც სარგებლობის უფლებით მიმღები არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ მესაკუთრე გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები სარგებლობის უფლებით მიმღები „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
მუხლი 2🔗. ქირის საფასური და ანგარიშსწორების წესი
1. ყოველწლიური ქირა შეადგენს _______ (___________) ლარს. (თვეში ___ ___ ( ) ლარი.
2. „ აუქციონში გამარჯვებული “ ვალდებულია:
ქონების ქირის საფასური ___ ___ ( ___________) ლარი გადაიხადოს სარგებლობის
ხელშეკრულების გაფორმებიდან, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
სახაზინო კოდი ___________________________________________________________________
3. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.
4. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
5. სარგებლობის ფორმებით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების ვადა
1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულებით
_____________________________________________ ფორმით
(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, აუქციონში გამარჯვებულს სარგებლობის უფლებით გადაეცემა _____ (______ ) წლით, _____ (______ ) თვით.
2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 4🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. „მესაკუთრეს“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სარგებლობის უფლებით მიმღებისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ, უხეშად დარღვევის ან/და ხელშეკრულების საგნის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „ხელშეკრულების საგნის“ სარგებლობის უფლებით გადაცემის, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მოითხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა
;
ე) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „მესაკუთრე“ ვალდებულია:
ა. სარგებლობის უფლებით მიმღებს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ სარგებლობის უფლებით მიმღებს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.
ბ. თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა სარგებლობის უფლებით მიმღებისათვის ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს:
ა) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „მესაკუთრის“ თანხმობით;
ბ) მოთხოვოს მესაკუთრეს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ხელშეკრულების საგნის გადაცემა.
4. სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია:
ა) გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქირის ოდენობა დადგენილი წესით;
ბ) გამოიყენოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება მისი დანიშნულებისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა ქონების დაცვისა და ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;
გ) არ გაასხვისოს, არ დატვირთოს იპოთეკით, არ გადასცეს მემკვიდრეობით სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება;
დ. ხელშეკრულების საგანი ან მისი ნაწილი მესამე პირს გადასცეს სარგებლობის უფლებით, მხოლოდ „მესაკუთრესთან“ შეთანხმებით;
ე) არ შეცვალოს გადაცემული ქონების სარგებლობის მიზანი „მესაკუთრის“ თანხმობის გარეშე;
ვ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს „მესაკუთრეს“, თუ ქონება დაზიანდა, განადგურდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები;
ზ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, კეთილსინდისიერად ისარგებლოს აღნიშნული ქონებით;
თ) შეასრულოს პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში შემდეგი პირობები: _____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარუდგინოს ინფორმაცია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს.
______________________________________________________________________________________________
(მოთხოვნისთანავე/დადგენილ ვადაში)
2. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში –
გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვეტიციო სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში –
დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 6🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი
1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
4. მხარე, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელებს ფორსმაჟორულ გარემოებებს (დაუძლეველი ძალა), ვალდებულია მათი დადგომიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ და დაადასტუროს მათი არსებობა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების შესახებ გამოცხადებული იქნება სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯაროდ, საინფორმაციო და მასობრივ საშუალებებში.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მეშვეობით.
3. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი
ავთანდილ ნემსიწვერიძე __________________________
(ხელმოწერა)
სარგებლობის უფლებით მიმღები
______________________________ __________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა.