„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №93 |
|
2015 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ-ქ“ ქვეპუნქტები:
„მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელება;
ო) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
პ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
ჟ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
რ) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
უ) სამინისტროს სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;“.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ვ1) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელება.
„მუხლი 111
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) ვებგვერდზე განთავსება;
ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
დ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
ე) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
თ) სამინისტროს სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №93. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016508.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №93, 26.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016508 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2957181/