⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.12.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 16.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016324
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 141 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2015 მიღება
01.09.2015 ძალაში შესვლა
16.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №26 2015 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ‘‘ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის”  თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №833 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი სექტემბრიდან.  თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი