„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №433 |
|
2015 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
„მუხლი 17. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე;
კ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;
ნ) პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
პ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სამმართველოსა და სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“.
|