⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.05.2019)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2015
ძალაში შესვლა 01.09.2015
ძალის დაკარგვა 23.05.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 878 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2015 მიღება
01.09.2015 ძალაში შესვლა
23.05.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №90 2015 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურების მართვის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს  დებულება განსაზღვრავს  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურების მართვის სამსახურის (შემდგომში–სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებასა და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 სამსახური არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 სამსახური თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5🔗 სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, რომლის ნიმუშსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 7🔗 სამსახურის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №3. თავი II სამსახურის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 8🔗 სამსახურის ამოცანაა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა. მუხლი 9🔗 სამსახურის ფუნქციებია: ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისი გეგმის შემუშავება; ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და საქმიანობის შეფასების პროცესის მონიტორინგი; გ) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა; დ) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ე) სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების ელექტრონული პროგრამის დანერგვა და მონაცემების პერიოდული განახლება; ვ) სამინისტროს სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ზ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; თ) საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა, საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება; ი) არსებული ადამიანური რესურსების სტაბილურობის, მოძრაობისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი, მოსამსახურეთა მოსაზრებების პერიოდული კვლევა და ანალიზი, შეფასება და რეკომენდაციის შემუშავება; კ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი პერიოდული განახლების ორგანიზება; ლ) შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება; მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის, შესაბამისი წარდგინების მომზადება და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელება; ო) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად წვევამდელების სამხედრო ნამსახურების ბარათების წარმოება, დოკუმენტების მომზადება სამხედო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვის, სამხედრო წოდების მინიჭების, გადაადგილებისა (მათ შორის, მიმაგრება) და დათხოვნის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ელექტრონული ბაზების წარმოება, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებთან მიმოწერა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისა და დათხოვნის შესახებ; პ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზება; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური საკითხების გადაწყვეტა, საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის წლების მიხედვითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; რ) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის მოსამსახურეების სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზება; ს) სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; ტ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; უ) სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ქ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადება, გაცემა და აღრიცხვა; ღ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 10🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წყვეტს სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის; დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას სამსახურის მოსამსახურეებს შორის; ე) პერიოდულად აანალიზებს სამსახურის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად; ი) პერიოდულად ისმენს ანგარიშებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს, ანგარიშებს, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ლ) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 11🔗 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) მრჩევლები; ბ) მთავარი სპეციალისტები; გ) სპეციალისტები. 2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით. 4. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.