„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016316
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №106

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №69 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული წესების:

1. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. წესის დარღვევა

1. პარკირების წესების დარღვევას მიეკუთვნება:

ა) პარკირების საერთო ადგილებზე ავტომანქანის დგომა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, თუ პარკირებას არ ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია;

ბ) პარკირების საერთო ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია პარკირების სპეციალური ადგილების განსაზღვრა;

გ) პარკირებისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დგომის დადგენილი წესების (მართობული დგომა, 90-გრადუსიანი დგომა ან/და 45 – გრადუსიანი დგომა) დარღვევით ავტომანქანის პარკირება;

დ) ქუჩის გარდა სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ავტომანქანის პარკირება, თუ აღნიშნული ადგილებისათვის განთავსებული არ არის პარკირების დაშვების საცნობარო ნიშანი;

ე) შესაბამისი საცნობარო ნიშნის არსებობისას, ქუჩის იმ ადგილებზე ავტომანქანის პარკირება, სადაც აკრძალულია ავტომანქანის პარკირება;

ვ) პარკირების სპეციალურ ადგილებზე იმ ავტომანქანის პარკირება, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, განსაზღვრული არ არის პარკირების სპეციალური ადგილები;

ზ) იმ ავტომანქანების მიერ, რომლებისთვისაც წინამდებარე წესის შესაბამისად, გათვალისწინებულია ავტომანქანების სპეციალური ადგილების განსაზღვრა, პარკირების სპეციალურ ადგილებზე დადგენილი წესის დარღვევით ავტომანქანის პარკირების განხორციელება;

თ) პარკირების სპეციალური ადგილებისათვის დაწესებული სხვა მოთხოვნების დარღვევა;

ი) პარკირების ორგანიზების უფლების დადგენილი წესის დარღვევით განხორციელება;

კ) პარკირების ადგილების დადგენილი წესის დარღვევით განსაზღვრა;

ლ) ქუჩებსა და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებზე პარკირების ორგანიზების უფლების თვითნებურად განხორციელება;

მ) პარკირების საფასურის დადგენილი წესის დარღვევით დაწესება;

ნ) სხვა ქმედება, რომელთა განხორციელებაც წინამდებარე წესით აკრძალულია, ასევე ქმედება, რომლის განხორციელებაც ხდება წინამდებარე წესისაგან განსხვავებულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევა წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევას და დამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი უფლებამოსილია ავტომანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე“, ხოლო, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარკირების წესების დარღვევისათვის, ავტომანქანების გადაყვანა საჯარიმო სადგომზე განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი