„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129/37
სარეგისტრაციო კოდი
010320000.58.070.016044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №129/37

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 18/06/2013, 010320000.58.070.016015) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.    მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოსამსახურე სამსახურში ვერ ცხადდება დადგენილ დროს, ან მას სამუშაო საათების განმავლობაში ესაჭიროება სამსახურის შენობიდან გასვლა, იგი ვალდებულია შეუთანხმდეს უშუალო ხელმძღვანელს და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისწეროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სამსახურში გამოცხადებისთანავე)  ელექტრონულ ფოსტაზე (hrinfo@sao.ge), რომ მისი სამსახურში არყოფნა, ან სამუშაო დროს დროებით შენობიდან გასვლა  შეთანხმებულია უშუალო ხელმძღვანელთან (აღნიშნული წერილის ასლი ეგზავნება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელს).“.

 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ შინაგანაწესის შესაბამისად, შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლს გენერალური აუდიტორის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაცია, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მეშვეობით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია  წარუდგინოს გენერალურ აუდიტორს. აღნიშნული გადაცდომისთვის მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არა უგვიანეს ერთი თვისა მისი ჩადენის დღიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2015.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2015. მიმღები ორგანო — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი. დოკუმენტის ნომერი — №129/37. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.58.070.016044.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №129/37, 26.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2960077/