შპს „მალი XXI“ -ის განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე ვასილ ლომიძე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2015 წლის 27 აგვისტო
სპეციალისტი:
შპს „მალი XXI”-ის (ს/კ 202463342)
დირექტორი დავით თორაძე
მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117
ელფოსტა: specialist@mali.ge
სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002
სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M225
უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:
ვასილ ლომიძე; პირადი №53001008160, მცხოვრები: წყალტუბო, ს.ტყაჩირი
აუქციონის ჩატარების დრო : 07.09.2015 წლის 13:00 სთ-დან 11.09.2015 წლის 13:00 სთ-მდე
აუქციონის ჩატარების ადგილი : eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „მალი XXI”
უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 30748.55 ლარი
უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა : რაიონი წყალტუბო, სოფელი ტყაჩირი, მიწის ნაკვეთი 10000,00კვ.მ მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 29.17.34.004
უძრავი ნივთის აღწერა : რაიონი წყალტუბო, სოფელი ტყაჩირი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 10000.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01- განაშენიანების ფართობი - 239,44 კვ.მ, საერთო ფართი 621,98 კვ.მ, №02-44 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 29.17.34.004
გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა;
აუქციონის პირობები :
ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის,კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით. 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით. 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.
გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;
გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;
დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 5 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;
ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „მალი XXI” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.
ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.
სპეციალისტი: შპს „მალი XXI”, დირექტორი დავით თორაძე