,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№123
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.001.068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 19/05/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №123

2008 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს.“;

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე თანამდებობის პირთა მუშაობის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, ხელმძღვანელობს მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.

2. ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, აწარმოებს სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების შემოწმებას, განიხილავს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შესახებ.

3. გენერალური ინსპექცია დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების ან/და გენერალური ინსპექციის უფროსის განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმებას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე