⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (05.12.2018)
გაუქმებულია:

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალნსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალნსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 31.08.2015
ძალის დაკარგვა 05.12.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.114.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,510 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2015 მიღება
05.12.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
ქონება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში
ორგანიზაცია) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დაწესებულება
ჩოხატურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
მუხლი 2
შეასაბამისი ორგანიზაცია (შემდგომ
ორგანიზაცია) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მუხლი 2
დემონტაჟი
არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა
მუხლი 2
ლიკვიდაცია
დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისგან გათავისუფლება
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის –– –––––––––– №–– დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული და ორგანიზაცაიში შექმნილი „საინვენტარიზაციო კომისია“.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძირითადი აქტივის დასახელება
% ლარი
კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------------
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალნსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალნსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2015 წლის 31 აგვისტო დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალნსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალნსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა, „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი“ (დანართი 1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი“ (დანართი 2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალნსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი“ (დანართი 3). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ,,ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის" ფორმა (დანართი 4). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ,,ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის" ფორმა (დანართი 5). მუხლი 6🔗 დამტკიცდეს ,,ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის" ფორმა (დანართი 6). მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ივნისის №31 დადგენილება – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე დანართი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ბალანსიდან ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. 2. ეს წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად. 2. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისიას შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. 5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 6. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№4 და №5 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№6 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. 3. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ. 4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 8. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული №6 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 9. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე  პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიას. მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (№4 დანართი და/ან №5 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (№6 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 7🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანიზაცია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. დანართი 2 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს. 2. ეს წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველო სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ჩოხატურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული)  არსებული ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით, რომელიც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული)  არსებული ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის საკითხს თავის მხრივ ათანხმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად. 2. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 5🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. 3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. 7. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 8. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით. 9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 10. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. მუხლი 6🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№4 და №5 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№6 დანართი) (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. 3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ. 4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების (გარდა მცირეფასიანი აქტივებისა) ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარედგინება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს.  6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 7.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით. 8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 9. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული №7 დანართის საფუძველზე (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. მუხლი 7🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (№4 დანართი და/ან №5 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (№6 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 8🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას დაწესებულება ახორციელებს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე. მუხლი 9🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს დაწესებულება. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7. განადგურების მართლზომიერაბასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.                                                                                                                                                                  დანართი 3 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალნსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეასაბამისი ორგანიზაცია (შემდგომ – ორგანიზაცია) – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ბ) დემონტაჟი – არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა; გ) ლიკვიდაცია – დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისგან გათავისუფლება; დ) საინვენტარიზაციო კომისია – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის –– –––––––––– №–– დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული და ორგანიზაცაიში შექმნილი „საინვენტარიზაციო კომისია“. მუხლი 3🔗. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის წესი 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი/ლიკვიდაცია ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის –– –––––––––– №–– დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. შენობა-ნაგებობების დემონტაჟი/ლიკვიდაციაზე  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გადაწყვეტილებას იღებს ჩოხატაურის მუნციპალიტეტის გამგებელი. 3. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის მართლზომიერებისა და შედეგებისათვის პასუხისმგებელია ორგანიზაცია. მუხლი 4🔗. შენობა‑ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის  შედეგად მიღებული  ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა  და მასალების  (მარაგების) განკარგვის წესი 1. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის განხორციელების შედეგად  მისაღები ვარგისი ნაწილებისა  და მასალების (მარაგების) გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება: ა) აუქციონის წესით; ბ) სამშენებლო სამუშაოების  შესყიდვისას, თუ  სამშენებლო სამუშაოების  მიმწოდებელს  ქონება  გადაეცემა   მის  მიერ  მიწოდებული სამუშაოების  შესაბამისი ღირებულების სანაცვლოდ. 3. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად  მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვა შეიძლება ასევე განხორციელდეს აუქციონის წესით, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების  ტერიტორიიდან გატანის  პირობით. 4. განკარგვად არ ჩაითვლება ის შემთხვევები, როდესაც გადაცემული ქონება გამოიყენება უწყების დაკვეთით მისაწოდებელ სამშენებლო სამუშაოებში. 5. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განკარგვისას, საწყისი საფასური დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის შესაბამისად, ან აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებასა და დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილების ღირებულებას შორის სხვაობის გათვალისწინებით. 6. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების   შედეგად დარჩენილი ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) აუქციონის წესით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის შედეგად ამონაგები თანხა მთლიანად ირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. დანართი  4 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის ----------------------------------------------------------------------მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის/საკონსულოს დასახელება ------------------------------------------------- № ძირითადი საშუალ ების დასახელება ექსპლ უატაცი აში შესვლის წელი ექს პლუატაც იაში ყოფნის ვადა ღირებულე ბა გადაფასებ ამდე (ლარი) ბუღალტრუ ლი ცვეთა გადაფას ებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადა ფასებამდე (ლარი, გრ .5–გრ.9) გადა ფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზი დენტის 09. 06. 1997 წ. N295 ბრძანებულე ბის საფუ ძველზე ღირე ბულება გადა ფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასე ბის შემდეგ (ლარი) საამო რტიზა ციოანარი ცხის ნო რმა ძირითადი ფონ დის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლა რი % ლა რი ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა% საბო ლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ბუღალ ტრული მონაცე მებით ლარი ლა რი ქონების ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გათვალის წინებით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები :    1.----------------      ვამტკიცებ:                                     2.----------------   კომისიის თავმჯდომარე                                     3-----------------   ბ.ა.                                     4.----------------- შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5- დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი 5 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი 20 წლის ------------------------------------------ მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის/საკონსულოს დასახელება ---------------------------------------------- № ძი რითადი საშუალ ების და სახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატა ციაში ყოფნის ვადა ღი რებუ ლება გადაფა სებამდე (ლარი) ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკური ცვეთა გა დაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასე ბამდე (ლარი, გრ.5- გრ.9) გადა ფასების კოეფიციე ნტი სა ქართველოს პრეზიდენ ტის 09.06. 1997 წ. N295 ბრძანე ბულების საფუ ძველზე ღი რებულ ება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვე თა გადა ფასების შემდეგ (ლარი) საამორ ტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირი თადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრი ვიცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლა რი % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქ ტობრივი მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტ რული მდგომა რეობით % ბუღალ ტრული მონა ცემებით ლარი ლა რი ქონების ადგილ სამყოფელი ქვეყნის ვალუტის გათვალის წინებით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 კომისიის წევრები:1. - - - - - - - - - - - - - - - - -      ვამტკიცებ                                    2.- - - - - - - - - - - - - - - - -   კომისიის თავმჯდომარე                                    3.- - - - - - - - - - - - - - - - -    ბ.ა                                    4. - - - - - - - - - - - - - - - - - შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენის საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი 6 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი წლის -------------------------------------------------------- ორგანოს, დაწესებულების, სსიპ-ის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის/საკონსულოს დასახელება № ძირითადი აქტივის დასახელება ექსპლუატაციაში შეს ვლის (გამოშ ვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადა ფასებ ამდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ  (ლარი) ნარჩენი საბალანსო ღირე ბულება (ლარი) შენიშვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20  წ ------- ----------------------------- № ----------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  -------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: ----------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: ------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -------------------------------------; ბ) -------------------------------; გ) ---------------------------------- კომისიის დასკვნა: ----------------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები: 1. ------------------------------------------------- 2. ------------------------------------------------- 3. ------------------------------------------------- 4. ------------------------------------------------- ვამტკიცებ:                                                                                        კომისიის თავმჯდომარე -----------------------------                   ბ.ა. ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: - - - - - - - - - - - - - - - - - - - -( - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: - - - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - - -- - - - - - - მთავარი ბუღალტერი: - - - - - - - - - - - - - - - -       " - - - -" - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 20 წელი. კომისიის თავმჯდომარე: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -                                                                                                                                              ბ.ა.