სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2015
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №451
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.018837
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №451
2015 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
1. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომ ტექსტსა და დანართში –
პროგრამა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია;
გ) პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების რეალიზაციაზე მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება;
დ) პროგრამის შესრულების შესახებ, წლიური ანგარიშის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართში –
სააგენტო):
ა) პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;
ბ) პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, გარდა ამავე პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა, მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, გარდა „ი.ბ.ა“, „ი.ბ.ბ“ და „ი.ბ.გ“ ქვეპუნქტებისა, მე-5 პუნქტითა და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
გ) პროგრამის განხორციელების პროცესის ზადამხედველობა და ინსპექტირება;
დ) პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, თანამშრომლობის განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –
დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
ე) პროგრამის განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენა.
3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:
ა) უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინფორმირება ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება და ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დროული მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის.
4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –
დანაშაულის პრევენციის ცენტრს, უზრუნველყოს შეთანხმებულ ფორმატში, პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება.
5. დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს შეთანხმებულ ფორმატში, პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება.
6. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შეთანხმებულ ფორმატში უზრუნველყოს პროგრამაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება.
7. დაევალოთ საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლონ სააგენტოსთან, ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი.ბ.ბ“ და „ი.ბ.გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება/დაზუსტებასთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) პროგრამის განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა;
ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის თვისებრივი კვლევის შედეგების გაანალიზების საფუძველზე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და თავისუფალი სამუშაო ადგილების გამოვლენა;
გ) მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების გამოვლენა;
დ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათ ფარგლებში პროფესიული მომზადება-გადამზადების დაგეგმვა;
ე) პროგრამით გათვალისწინებული მომზადება-გადამზადების მომსახურების დაფინანსების მოქნილი მექანიზმის შემუშავება;
ვ) პროფესიული მომზადება-გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა და რეგისტრაცია;
ზ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თავისუფალი სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების) ორგანიზება;
თ) რეალურ სამუშაო გარემოში ორგანიზებული სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროგრამის განმახორციელებელი –
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო);
ბ) მოსარგებლე –
პროგრამის სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი;
გ) მიმწოდებელი –
საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები და დამსაქმებლები;
დ) სტაჟირება –
დამსაქმებლებთან შეთანხმებით, თავისუფალ სამუშაო ადგილებზე რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება/სწავლება;
ე) მომსახურება –
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში კონკრეტული პროფესიის სასწავლო კურსი;
ვ) ასტრონომიული საათები –
მისაწოდებელი მომსახურების ღირებულების კალკულაციის ერთეული;
ზ) ვაუჩერი –
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსის დაფინანსება;
თ) საგზური –
თავისუფალ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა;
ი) სახელმწიფო სტიპენდია –
პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების განმავლობაში, მოსარგებლისათვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია.
მუხლი 3🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს 20 წლის ზემოთ შრომითი ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამუშაოს მაძიებლებად სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა –
www.worknet.gov.ge-ზე და თანახმა არიან, გაიარონ პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობაა:
ა) სამუშაოს მაძიებლის მიერ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ქონა. ამასთან, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;
ა.ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე;
ა.გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამაში;
ა.დ) ქალებზე, რომელთათვისაც ზოგადი საბაზისო განათლების საფეხურის დასრულება შეუძლებელი გახდა ადრეული ქორწინების გამო;
ბ) სხვა თანაბარ პირობებში არსებობისას, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ:
ბ.ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით;
ბ.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ბ.გ) იძულებით გადაადგილებულ პირებს;
ბ.დ) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;
ბ.ე) დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი;
ბ.ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პირებს;
ბ.ზ) პრობაციონერებს;
ბ.თ) სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს;
ბ.ი) ვეტერანებს;
ბ.კ) ქალებს.
3. სტაჟირების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა –
worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული, შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში მიღებული ფორმალური პროფესიული განათლების მქონე და/ან ამ პროგრამით მოსარგებლე კურსდამთავრებულები.
მუხლი 4🔗. პროგრამის ღონისძიებები
1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:
ა) შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, იმ პროფესიათა ჩამონათვალის დამტკიცება, რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;
ბ) პროგრამის დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერისა და საგზურის ფორმების დამტკიცება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ამ დაწესებულებების მიერ განხორციელებადი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების რეესტრის დამტკიცება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან 10 კალენდარულ დღეში;
დ) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში;
ე) პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის, მათ შორის სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლების მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის, პროგრამის მიმწოდებლად დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადების ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;
ვ) მომსახურების მიწოდებაზე, მიმწოდებლად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში;
ზ) პროგრამის მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და ინსპექტირების პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარულ დღეში.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინფორმირება, პროგრამით გათვალისწინებული პროფესიებისა და ამ პროფესიების შესაბამისი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების მომზადების, ასევე პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ;
ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა და რეგისტრაცია;
გ) შრომის ბაზრის მოთხოვნის თვისებრივი კვლევის შედეგად გამოვლენილი და/ან სააგენტოს მიერ მოძიებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
დ) მიზნობრივი ჯგუფების პროგრამაში ჩართვის მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის განვითარება;
ე) პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სარეკლამო რგოლის მომზადებისა და მისი განთავსებისათვის საჭირო პროცედურების გატარება კანონით დადგენილი წესით;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებული პროფესიათა ჩამონათვალისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების (რაც მოიცავს თითოეული პროგრამის სავარაუდო ხანგძლივობას (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში), პროგრამის სავარაუდო ღირებულებას ერთ მოსარგებლეზე (ლარებში), პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობას) მომზადების პროცესის კოორდინაცია და ამ პროგრამების ფარგლებში, მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მასთან შეთანხმებულ ფორმატში, 10 კალენდარული დღის ვადაში.
3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობისათვის ძირითადი პროცედურების განსაზღვრა:
ა) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამიზნე ჯგუფის სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია, პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და გაიაროს რეგისტრაცია არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა;
ბ) სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სააგენტო:
გ.ა) აცნობს სამუშაოს მაძიებელს პროგრამის პირობებს, ამ პროგრამით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს, ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული პროფესიების შესახებ;
გ.ბ) განიხილავს სამუშაოს მაძიებლის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოს სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემთა ბაზები და იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს მაძიებლის პროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე;
გ.გ) აღრიცხავს სამუშაოს მაძიებლის პროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციას;
გ.დ) რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებელთან აფორმებს შეთანხმებას;
გ.ე) შეთანხმების გაფორმების შემდეგ გადასცემს მას მატერიალიზებულ ვაუჩერს;
გ.ვ) სტაჟირების შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გადასცემს მას საგზურს;
დ) მომსახურების (სტაჟირების) მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს (საგზურს) პროგრამის მიმწოდებელს, არაუგვიანეს ვაუჩერზე (საგზურზე) მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი (საგზური) ძალადაკარგულად ჩაითვლება –
ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ;
ე) მოსარგებლე, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან, მათ შორის სტაჟირებაზე, შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან;
ვ) მოსარგებლეს უფლება აქვს, მომსახურება (სტაჟირება) მიიღოს მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებულ რომელიმე ერთ პროფესიაში;
ზ) პროგრამა არ ითვალისწინებს:
ზ.ა) მომსახურების (სტაჟირების) მიღების პროცესში მიმწოდებლის შეცვლას ან/და ერთ მიმწოდებელთან წარდგენილი ვაუჩერის (საგზურის) მეორე მიმწოდებელთან გადატანას;
ზ.ბ) ერთ მიმწოდებელთან პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების (სტაჟირების) არასაპატიო მიზეზით შეწყვეტისას, მომსახურების მიღების გაგრძელებას პროგრამის ამ ან სხვა მიმწოდებელთან;
თ) პროგრამის მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში;
ი) სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების, გაცემული ან/და გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერების (საგზურების), მიმწოდებლების და პროგრამით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან/და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
კ) პროგრამის შედეგების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამით მოსარგებლე კურსდამთავრებულთა გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდებას.
4. პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებისა და რეგისტრირების შეწყვეტის პროცედურების განსაზღვრა:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დამტკიცებული ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ რეესტრში ასახული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული/აკრედიტებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ითვლება პროგრამის მიმწოდებლად, ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს, რომელსაც გააჩნია რეალური და/ან პოტენციური თავისუფალი სამუშაო ადგილი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და ამ დაწესებულებების მიერ განხორციელებადი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების რეესტრში შესაძლებელია მოხვდეს მხოლოდ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სრულფასოვან საგანმანათლებლო პროგრამას ამავე პროფესიაში;
გ) სტაჟირების შემთხვევაში, პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს გააჩნია თავისუფალი სამუშაო ადგილი, მზადაა მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები, სტაჟირების დასრულების შემდგომ, დაასაქმებს მის მიერ შერჩეულ არანაკლებ ერთ სტაჟიორს;
დ) პროგრამით გათვალისწინებულ რომელიმე პროფესიაში პროგრამის მიმწოდებლად რეესტრში ასახული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს პროგრამის მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას;
ე) პროგრამის მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას, დაექვემდებაროს პროგრამის ფარგლებში მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და ინსპექტირების წესებსა და პროცედურებს, რომელთაც განსაზღვრავს სააგენტო;
ვ) სააგენტო უფლებამოსილია, არ განიხილოს მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის –
დამსაქმებლის განაცხადი და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, თუ განაცხადის წარდგენის მომენტისათვის, სტაჟირების განხორციელების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი პერიოდი არ არის საკმარისი რეგისტრირების პროცედურის დასრულებისა და შესაბამის პროფესიაში სტაჟირების სრულად გასავლელად;
ზ) პირი ითვლება პროგრამის მიმწოდებლად სააგენტოსა და პროგრამის მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან;
თ) მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს, თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, მიმართვის მომენტისათვის, მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები დასრულებულია;
ი) სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება პროგრამის მიმწოდებელთან პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, თუ:
ი.ა) პროგრამის მიმწოდებელი არ ასრულებს ან უარს ამბობს, დაექვემდებაროს პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და ინსპექტირების წესებსა და პროცედურებს;
ი.ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა:
ი.ბ.ა) მიმწოდებლის ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ;
ი.ბ.ბ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე;
ი.ბ.გ) მიმწოდებლის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე;
ი.ბ.დ) პროგრამით გათვალისწინებულ თუნდაც ერთ პროფესიაში, ხოლო სტაჟირების შემთხვევაში, თუნდაც ერთ პოზიციაზე მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე, რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და ინსპექტირების შედეგების საფუძველზე;
კ) სააგენტო ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე, არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.
5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისა და ანაზღაურების ძირითადი პირობების განსაზღვრა
ა) პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება:
ა.ა) მომსახურების ანაზღაურება ხდება ვაუჩერის ფაქტობრივი ღირებულებისა და ოდენობის შესაბამისად, ამასთან ერთი ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს;
ა.ბ) სტაჟირების შემთხვევაში სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, ამასთან, სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა არ აღემატება თვეში 150 ლარს;
ა.გ) პროგრამით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურებისა და/ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი;
ბ) მატერიალიზებული ვაუჩერის ანაზღაურების პირობები:
ბ.ა) პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი. ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე, მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება;
ბ.ბ) მიმწოდებელს, სააგენტოსთან შეუთანხმებლად, უფლება არ აქვს უარი უთხრას მოსარგებლეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებაზე. სტაჟირების გასავლელად, ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში, მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისათვის მიწოდების თაობაზე;
გ) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების და/ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება, რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება პროგრამის მოსარგებლეს;
დ) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს მომსახურების (სტაჟირების) მიღებას მისგან დამოუკიდებელი ან საპატიო მიზეზით, მაშინ სააგენტო მიმწოდებელთან შეთანხმებით უფლებას აძლევს მოსარგებლეს, დაასრულოს მომსახურების (სტაჟირების) მიღება, თუ მოსარგებლე პროგრამის დასრულებამდე მიმართავს სააგენტოს და პროგრამის დასრულებამდე დარჩენილი დრო საკმარისია ამ მომსახურების მისაღებად და/ან სტაჟირების გასავლელად;
ე) მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების შემთხვევაში, სახელმწიფო სტიპენდიის) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, არაუგვიანეს შესაბამისი ანგარიშის (ანგარიშების) წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, 10 კალენდარული დღისა. ხოლო, თუ საბოლოო ანგარიშის წარდგენა ხდება 2015 წლის დეკემბერში, ამ თვის 20 რიცხვამდე. ამასთან:
ე.ა) სტაჟირების შემთხვევაში სახელმწიფო სტიპენდიის შუალედური ანაზღაურება პროგრამით გათვალისწინებული არ არის. პროფესიული მომზადება-გადამზადების მომსახურების ღირებულების წინასწარი და/ან შუალედური ანაზღაურება შესაძლებელია, თუკი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრავს წინასწარი/შუალედური ანაზღაურების მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების შემდეგ;
ე.ბ) მომსახურების მიწოდების წინასწარი/შუალედური ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების 30%-20%-50% პროცენტული განაკვეთით, ამასთან, შუალედური ანაზღაურებისათვის მიმწოდებელის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საუძველზე;
ე.გ) მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, თუ მოსარგებლემ შეწყვიტა მომსახურების მიღება, ხოლო რეგისტრაციის მომენტში მიმწოდებლის მიერ წინასწარი/შუალედური ანაზღაურება არ ყოფილა მოთხოვნილი, ანაზღაურება განხორციელდება საბოლოო ანგარიშის წარდგენის საფუძველზე, ამასთან, შეწყვეტის მომენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობის –
ასტრონომიული საათების კალკულაციის საფუძველზე, მოსარგებლის მიერ მიტოვებული სასწავლო ასტრონომიული საათები არ ანაზღაურდება;
ვ) თუ მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდება გრძელდება დეკემბრის თვის 20 რიცხვის შემდგომ და სრულდება პროგრამის ვადის ამოწურვამდე, სააგენტოსთვის 2015 წლის დეკემბერში წარსადგენი საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს მომსახურების მიწოდების ამ შემთხვევებს, რომლებიც ანაზღაურდება წინასწარ. ამასთან, თუ წინასწარ ანაზღაურებული მომსახურების მიწოდება არ ან ვერ დასრულდა პროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს წინასწარ ანაზღაურებული იმ ასტრონომიული საათების ღირებულება, რომელთა ათვისებაც ვერ განხორციელდა არაუგვიანეს 2016 წლის 31 იანვრისა. წინასწარ გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების შუალედური ან სრული ოდენობით ანაზღაურება არ ხორციელდება, თუ ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევას, მათ შორის, მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების შესახებ შუალედური ან/და საბოლოო ანგარიშების წარდგენის ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობას, ან/და ვადების დაუცველობას, ასევე მეთვალყურეობისა და ინსპექტირების ჯგუფის ოქმების შედეგების გათვალისწინებით.
6. შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში თავისუფალ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების ძირითადი პირობების განსაზღვრა:
ა) პროგრამის ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ პროგრამის მოსარგეებლეებს, რომლებიც წარმოადგენენ:
ა.ა) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების კურსდამთავრებულებს;
ა.ბ) დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ პროფესიებში პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირებს, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით კვალიფიკაციის მინიჭებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი, მათ შორის უპირატესობა მიენიჭებათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც წარჩინებით დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
ა.გ) დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ პროფესიებში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფესიული განათლების მოკლევადიანი კურსების კურსდამთავრებულებს;
ა.დ) დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილ პროფესიებში ინკლუზიური პროფესიული განათლების ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია;
ბ) სტაჟირების გასავლელად, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, მოსარგებლემ თან უნდა იქონიოს ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი/სერტიფიკატი);
გ) სტაჟიორი კვალიფიკაციას აიმაღლებს მხოლოდ იმ კერძო დაწესებულების ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც თანხვედრაშია მის კვალიფიკაციასთან;
დ) სტაჟირების მიზნით, სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით, ამასთან, სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე, სააგენტოსთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი, მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში;
ე) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას არანაკლებ ერთ სტაჟიორს, მოქმედი კანონმდებლბის შესაბამისად;
ვ) ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
ზ) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება სამ კალენდარულ თვეს;
თ) სტაჟირების პერიოდში, სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს;
ი) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და ინსპექტირების შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების, სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში, ასევე დამსაქმებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები
პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრება 1 900 000 (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარით. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისთვის“ (პროგრამული კოდი: 35 05 04) გათვალისწინებული ასიგნება.
მუხლი 6🔗. პროგრამის შესრულების ინდიკატორები
1. პროგრამის ფარგლებში შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში პროფესიული მომზადება-გადამზადებითა და თავისუფალ სამუშაო ადგილებზე სწავლებით (სტაჟირებით) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებიდან.
2. თავისუფალ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა.
3. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებიდან.
მუხლი 7🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტო.
2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.