საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №36/2015
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016200
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№36/2015
2015 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტია, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით, განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა და განცხადების მიღებისთანავე (პარლამენტში წარმომადგენლის არყოლის შემთხვევაში) მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 ამომრჩევლის სია, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი –
ვალდებულია იმავე ვადაში ცესკოს წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი