საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №37/2015
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016201
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2015
matsne.gov.ge 222 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 11.09.2020 საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის დადგენის მიზნით, ზოგიერთი ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 23.07.2020 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 24.05.2019 საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 19.08.2016 საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 24.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №37/2015 2015 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში: 1. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, თუ ასეთი პარტია იმავდროულად მონაწილეობს საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიც, აღარ საჭიროებს საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გავლის ცალკე  პროცედურებს. 2. პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ამ დადგენილების პირველი მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და შემდგომ უარს განაცხადებს/დაკარგავს შესაბამის შუალედური არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, გააუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, მხოლოდ შესაბამისი შუალედური არჩევნების რეგისტრაციის ნაწილში. 3. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის დაკვირვების განსახორციელებლად, შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, აღარ საჭიროებენ ცალკე სარეგისტრაციო პროცედურებს. 4. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თუ ისინი აკრედიტაციას გაივლიან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის აკრედიტაციისათვის აღარ საჭიროებენ ცალკე სააკრედიტაციო  პროცედურებს. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი