თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 010220030.22.027.016601
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2015
matsne.gov.ge 290 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 29.06.2016 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 01.03.2018 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 30.06.2025 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 21.06.2018 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 30.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №97 2015 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების (შემდგომში – 2015 წლის შუალედური არჩევნები) დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; კ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი; ლ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; ნ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 2🔗 თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი