,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის არმქონე იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ იმოქმედებს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 29 მაისის N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2015 წლის 31 აგვისტო დაბა ჩოხატაური
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“.
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და, შესაბამისად, არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ".
4. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ".
5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
1. დუმბაძის ქუჩა აგრარული ბაზრის ჩათვლით;
2. თბილისის ქუჩა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურიდან სამედიცინო ცენტრ „მედალფამდე“;
3. მარის ქუჩა მუსიკალური სკოლიდან დაბის სასაფლაოს შესახვევამდე, სასაფლაოს აღმართის ჩათვლით;
4. ჭავჭავაძის ქუჩა საკათედრო ტაძრიდან კომისარიატის აღმართის ჩათვლით;
5. გურიის ქუჩა;
6. რუსთაველის ქუჩა პოლიციის ხიდიდან მრავალბინიანი საცხოვრებლის ჩათვლით;
7. გოგიბერიძის ქუჩა პოლიციიდან გურგენიძის ქუჩის კვეთამდე;
8. 9 აპრილის ქუჩა;
9. ბენდელიანის ქუჩა კინოთეატრ „გურიის“ გვერდით;
10. წერეთლის ქუჩა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიამდე;
11. კოსტავას ქუჩა მდინარე სუფსის ხიდიდან „გიოოილის“ ბენზინგასამართ სადგურამდე;
12. ლომთათიძის ქუჩა ბახმაროს გადასახვევიდან თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შენობამდე;
13. გურამიშვილის ქუჩა ლომთათიძის ქუჩიდან ღვინის ქარხნამდე.".
|