შპს „მთავარსაქწყალმშენი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10728-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/10728-15

 

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი:  შპს „მთავარსაქწყალმშენი’

წარმომადგენელი: შპს ,,რეაბილიტაციის’’ დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: შპს „მთავარსაქწყალმშენის’’ მიმართ

                     გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მთავარსაქწყალმშენის’’ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  2015 წლის 4 ივნისს შპს „მთავარსაქწყალმშენის” წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „მთავარსაქწყალმშენის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას ბალანსსა და საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 13 მაისის MIA 7 15 01021561 წერილის თანახმად, სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით შპს ,,დედოფლისწყაროს სამშენებლო სამმართველოს’’ (ს/კ 205005536) სახელზე რეგისტრირებულია 11 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. განმცხადებლის მითითებით, შპს „მთავარსაქწყალმშენი” (ს/კ 205005536) დაფუძნდა სს ,,საქწყალმშენის’’ რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისად. იგი არ წარმოადგენს შპს ,,დედოფლისწყაროს სამშენებლო სამმართველოს’’ სამართალმემკვიდრეს და ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ ირიცხება მის საკუთრებაში. შპს „მთავარსაქწყალმშენს” არაუზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო ორგანიზაციის უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ შპს „მთავარსაქწყალმშენს” ერიცხება დავალიანება 137 967.40 ლარის ოდენობით. შპს „მთავარსაქწყალმშენს” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკში’’, სს ,,საქართველოს ბანკსა’’ და სს ,,თიბისი ბანკში’’. ორგანიზაციას თანხა ერიცხება მხოლოდ სს ,,თიბისი ბანკში’’ გახსნილ ანგარიშზე, 500 ლარის ოდენობით. შპს „მთავარსაქწყალმშენი” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მაისის ცნობის მიხედვით, შპს „მთავარსაქწყალმშენის” სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით შპს „მთავარსაქწყალმშენის’’ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „მთავარსაქწყალმშენს’’ არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „მთავარსაქწყალმშენის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 25 ივნისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მთავარსაქწყალმშენი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,მთავარსაქწყალმშენის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მთავარსაქწყალმშენი’’ (ს/კ 205005536) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,მთავარსაქწყალმშენის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                               ლაშა ქოჩიაშვილი