⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.09.2015
ძალის დაკარგვა 11.01.2016
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 670 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.09.2015 მიღება
11.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №44 2015 წლის 1 სექტემბერი დაბა ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე პუნქტის , 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის  სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის  სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 იანვრის  №3  (სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.137.016094, 17/01/2014) და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის  სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 თებერვლის  №8  (სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016099 03/02/2014) დადგენილებები. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი დანართი №1 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პროგრამას. 2.პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით. მუხლი 2🔗. პროგრამის ბენეფიციარი წინამდებარე პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოქალაქე, რომელიც კონკრეტული სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით, ან სარგებლობს ნაწილობრივი დაფინანსებით და არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების სახეები 1.მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს ამბულატორიული მკურნალობის, სტაციონარული მკურნალობის, ლაბორატორიული გამოკვლევის და სააფთიაქო ხარჯები. 2. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალებებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებების მკურნალობაზე; გ) პლასტიკურ ქირურგიულ მომსახურებაზე; დ) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; ე) განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე. მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა 1.ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას არ სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების მთლიანი საფასურის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა. 2.ბენეფიციარისთვის, რომელიც სამედიცინო მომსახურებისას სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების ნაწილობრივი დაფინანსებით ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება საანგარიშო წლის პერიოდში განხორციელდება ერთჯერადად, მომსახურების დარჩენილი (უშუალოდ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი) საფასურის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. მუხლი 5🔗. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1.მოქალაქემ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი); ე) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან გასაწევი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაწესებულების მხრიდან დაფინანსების არ არსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობის და მისი ოდენობის შესახებ; ვ) დასტური ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან, რომ მოქალაქე არის სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდისუუნარო. 2.განაცხადის წარდგენამდე დასრულებულ სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში მოქალაქემ მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დავალიანების შესახებ. 3.ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების წარუდგენლობა წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს. მუხლი 6🔗. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების გაცემის წესი 1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციით დაუყოვნებლივ გადაეგზავნება განსახილველად მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისიას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ან მასზე უარის თქმის შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კომისიის სხდომაზე, რომელიც იმართება კვირაში ორჯერ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მუნიციპალიტეტის გამგეობას. 3. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სოციალურ საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გასცემს საგარანტიო წერილს. 4.სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენისთანავე. 5.საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) განსაზღვრული ხარჯების საბოლოოდ შემცირების შემთხვევაში. 6.სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. მუხლი 7🔗. მოსალოდნელი შედეგები პროგრამის სრულყოფილად განხორციელება ხელს შეუწყობს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.