ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.133.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (25)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2015 წლის 31 აგვისტო
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი №1
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის – ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაოების გახსნის წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წარმოდგენილ წესში ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასაფლაო მიწის ნაკვეთი - რომელიც განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
ბ) სასაფლაო – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ან ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებს გარეთ ხელვაჩაურის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ხელვაჩაურის საკრებულოს განკარგულებით მინიჭებული აქვს სასაფლაოს სტატუსი და რომელიც იმართება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით;
გ) კერძო სასაფლაო – მოწყობილია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და იმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ნებისმიერი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ;
დ) პანთეონი –სასაფლაო ან მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ცნობილ საზოგადო და გამოჩენილ მოღვაწეთა დასაკრძალავად;
ე) საფლავი – ცალკე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელზედაც განლაგდება ერთი ან რამდენიმე სამარე;
ვ) სამარე – მიწის ნაკვეთი სასაფლაოზე, რომელიც გამოიყენება ან განკუთვნილია ერთი ადამიანის ნეშტის დასაკრძალავად;
ზ) საძმო სამარე – სამარე, რომელშიც დაკრძალულია საომარი მოქმედებების, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის ან რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად დაღუპული რამდენიმე გარდაცვლილის ნეშტი, საფლავებისათვის დადგენილი ნორმების დაცვის გარეშე;
თ) საოჯახო საფლავი – დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხმობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალავად;
ი) სარიტუალო საქმიანობა – ყველა სახის მომსახურება, დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან, დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნებასთან და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარიულ მომსახურებასთან;
კ) ჭირისუფალი – გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს;
ლ) უპატრონო მიცვალებული – მიცვალებული, რომელსაც არ ჰყავს ჭირისუფალი ან რომლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება, რაც დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული ცნობით;
მ) სასაფლაოს მმართველი – კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ან ფიზიკური პირი, რომლებიც ახორციელებენ სასაფლაოს მოვლა- პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;
ნ) სასაფლაოს მმართველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, მმართველობასა და მომსახურებას;
ო) ძეგლი (საფლავის ქვა) – სასაფლაოზე დამონტაჟებული ქვის, ლითონის ან/და სხვა მასალისაგან დამზადებული გამოსახულება, კონსტრუქცია და ა.შ., რომელიც განკუთვნილია გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად;
პ) საფლავების მომსახურება – მომსახურება, რომელსაც დასაფლავებასთან დაკავშირებით ახორციელებს:
პ.ა) კერძო სასაფლაოების შემთხვევაში – კერძო სასაფლაოს მესაკუთრე;
ჟ) დაკრძალვა – გარდაცვლილის ნეშტის მიწის მიბარების ცერემონია, რომელიც ხორციელდება რელიგიური წესების, ადათებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად. დაკრძალვა ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით;
რ) ზემოდან დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება გარდაცვლილის ნეშტზე, ჭირისუფლისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით. სათანადო სანიტარიულ-ეპოდემიოლოგიური ნორმების დაცვით;
ს) საფლავის მეორადი გაცემა –ადრე არსებული საფლავის წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად ხელახალიგაცემა
ტ) მეორადი დაკრძალვა – გარდაცვლილის მიწის მიბარება, როდესაც ნეშტი საფლავდება ადრე არსებულ საფლავზე წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
უ) გადასვენება – გარდაცვლილის ნეშტის მიწის მიბარების ცერემონია, როდესაც ხდება გარდაცვლილის ნეშტის ამოსვენება სამარიდან და სხვა სამარეში დაკრძალვა;
ფ) სასაფლაოს დახურვა – ხელვაჩაურის – საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება ახალი საფლავების გამოყოფა;
ქ) სასაფლაოს გაუქმება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე შემოღებული სპეციალური რეჟიმი, როდესაც სასაფლაოზე წყდება როგორც ახალი, ისე მეორეული დაკრძალვა;
ღ) სასაფლაოს ლიკვიდაცია – თვითმმართველი ხელვაჩაურის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე ადრე გაუქმებული სასაფლაოს ტერიტორიის ლიკვიდაცია;
ყ) ინფორმაციის გამოცხადება – ამ წესების მიზნებისათვის ინფორმაციის გამოცხადება არის ინფორმაციის გამოკვრა საინფორმაციო დაფაზე, ვებგვერდზე, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, ადგილობრივი ტელევიზიით გამოცხადება ან/და სხვა სახით გამოცხადება;
შ) ოჯახის წევრები – ამ წესების მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირველი რიგის მემკვიდრეები;
ჩ) ახლო ნათესავი – ამ წესების მიზნებისათვის ახლო ნათესავები არიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მეორე, მესამე, მეოთხედა მეხუთე რიგის მემკვიდრეები;
ც) საფლავის პასპორტი – მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობასა და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასპორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ახალი სასაფლაოების გახსნა
1. ახალი სასაფლაო ან სამარე უნდა განლაგდეს, სულ ცოტა, 100 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, ხელვაჩაურის საკრებულოს შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, პანთეონის განლაგებისას შესაძლებელია არ იქნეს დაცული ამ პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული100-მეტრიანი შეზღუდვის წესი.
2. ახალი სასაფლაოების მოწყობის პროექტები, სასაფლაოსათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა, სასაფლაოების ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება, მოქმედი სასაფლაოების გაფართოება და რეკონსტრუქცია საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან სავალდებულო შეთანხმებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სასაფლაოების მოწყობა დაუშვებელია შემდეგ ტერიტორიებზე:
ა) წყალმომარაგების სათავეების, მინერალური წყლების სანიტარიული დაცვის პირველ და მეორე ზონებში, კურორტების პირველ და მეორე ზონებში;
ბ) ტბების, მდინარეების, ხელოვნური წყალსაცავებისა და სხვა ღია წყალსაცავების სანაპიროებზე, რომლებიც მოსახლეობის მიერ გამოიყენება სამეურნეო-საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით;
გ) სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით მომარაგების ცენტრალიზებული სისტემებით დაკავებულ ტერიტორიაზე.
4. სასაფლაოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) არ უნდა იყოს მეწყრულ ზონაში;
ბ) არ უნდა იტბორებოდეს წყალდიდობის შემთხვევაში;
გ) გრუნტული წყლები უნდა იყოს სულ ცოტა ორი მეტრით დაშორებული მიწის ზედაპირიდან;
დ) უნდა ჰქონდეს მოხერხებული კეთილმოწყობილი მისასვლელები.
5. სასაფლაოს მოწყობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წესით დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) დასაფლავებისათვის ნაკვეთების (სექტორების) გამოყოფა და მათი გამოყენების რიგითობა;
ბ) გასასვლელებისა და ფეხით სავალი გზების მიმართულება, ზომები და კეთილმოწყობა;
გ) მწვანე ნარგავების განთავსება და ხასიათი;
დ) სასაფლაოს გამწვანება, სასაფლაოს პერიმეტრის გასწვრივ დამცავი მწვანე ნარგავების გაშენება და დეკორატიული ნარგავების დარგვა, ძირითად ხეივნებსა და დაკრძალვის ადგილებში საკმარისი განიავების უზრუნველყოფით;
ე) სასაფლაოს შესასვლელში საავტომობილო სადგომის მოწყობა;
ვ) საფლავებისა და საფლავში სამარეების აღრიცხვა-ნუმერაცია და სხვა.
6. სასაფლაოს ტერიტორია პერიმეტრზე უნდა იყოს შემოზღუდული და დაგეგმილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზედაპირული წყლების სწრაფი დაკლება.
მუხლი 4🔗.
სასაფლაოების მართვა
1. სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი.
2.სასაფლაოს მმართველი ახორციელებს სასაფლაოების მართვასთან, მათ მოვლა-პატრონობასთან, გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ქმედებებს.
3. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველი ვალდებულია განახორციელოს შემდეგი მომსახურება:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მმართველმა განახორციელოს მომსახურება მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ანდა მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ცხოვრობდნენ ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიღმა.
ბ) სასაფლაოზე საფლავების (სამარეების) დადგენილი წესით გამოყოფა;
გ) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის გათხრა და ამოვსება;
დ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება;
ე) უპატრონო მიცვალებულის სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;
ვ) სასაფლაოს გასასვლელების, ბილიკების, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილების არსებული ქონების მოვლა-პატრონობა;
ზ) დაინტერესებული პირებისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;
თ) საფლავის პასპორტის გაცემა ახალი საფლავის გაცემისას.
4. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, ასევე მისი გადახდისაგან გათავისუფლებისა და შეღავათების გაწევის წესი და შემთხვევები განისაზღვრება სასაფლაოს მმართველის დამფუძნებლის მიერ.
5. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის საფასურის დადგენაც წინასწარ შეუძლებელია და გამომდინარეობს ჭირისუფლის (დაინტერესებული პირის) მოთხოვნებიდან ან/და აუცილებლობიდან, განისაზღვრება სასაფლაოს მმართველსა და ჭირისუფალს (დაინტერესებულ პირს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
6. უპატრონო მიცვალებულისა და პანთეონში დაკრძალვის შემთხვევაში ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველს, დამფუძნებლის მოთხოვნით, უფლება აქვს მოახდინოს ერთადგილიანი საფლავის გაცემა უფასოდ.
7. სასაფლაოს მმართველმა გარდაცვლილის ნეშტის დაკრძალვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას უნდა დაიცვას რელიგიური და ქვეყანაში არსებული კულტურული ტრადიციები; შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს გარდაცვლილის ჭირისუფლის სურვილები.
8. სასაფლაოს მმართველი გარდაცვლილის შესახებ უნდა ფლობდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადებისა და გარდაცვალების დრო;
გ) იმ ახლობლის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვლილის დასაფლავების შესახებ და რომელმაც მიმართა სასაფლაოს მმართველს.
9. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს მართვაზე დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად:
ა) ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ნებისმიერი შენატანი, ანაზღაურება, ქონება, ფასიანი ქაღალდები ან ნებისმიერი სხვა საკუთრება ან შემოსავალი, რათა წესრიგში იქონიოს ან რაიმე განსაკუთრებული სახით მოუაროს საფლავს, ძეგლს და სხვა;
ბ) შეიძინოს ახალი ქონება, ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები, რათა გაზარდოს სასაფლაოების მოვლის ეფექტიანობა;
გ) მოაწესრიგოს სასაფლაოს ტერიტორიაზე ძეგლების, სასაფლაოს ქვების გამოსახულების, საფლავის შემოფარგვლის, მოპირკეთებითი სამუშაოების, გარდაცვლილის ხსოვნისადმი საჭირო სხვა ობიექტების დადგმა-დამონტაჟების საკითხები ან აკრძალოს ისინი;
დ) დამფუძნებელს განსახილველად წარუდგინოს სასაფლაოს ეფექტური მართვისათვის საჭირო მომსახურების ახალი სახეებისა და მათი საფასურის ოდენობის შესახებ წინადადებები.
10. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს სასაფლაოს ტერიტორიაზე წინასწარ დაადგინოს ძეგლების, სასაფლაოების ქვების, გამოსახულების და ა.შ. ზომები.
11. ხელვაჩაურის სასაფლაოზე საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
12. ხელვაჩაურის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის მართვაში შეიძლება იყოს როგორც ახალი სასაფლაოს ტერიტორია, ისე უკვე არსებული სასაფლაო (სასაფლაოები), რის შესახებაც გადაწყვეტილებას სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ცალკეული გადაწყვეტილების სახით იღებს ხელვაჩაურის გამგეობა.
13. ხელვაჩაურის სასაფლაოების მართვას ახორციელებს მხოლოდ – ხელვაჩაურის გამგეობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 5🔗.
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
1. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა მოიცავს:
ა) ბალახის, ბუჩქებისა და ხეების გაკრეჭას;
ბ) სასაფლაოს ინფრასტრუქტურის /წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობებისა და სხვა/ წესრიგში მოყვანას;
გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას;
დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას;
ე) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურებას;
ვ) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას და სხვა.
2. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველი საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველი აიპ-ის ხარჯებით საფლავის მოვლა-პატრონობას ახორციელებს მხოლოდ საფლავის მეორადი გაცემის მიზნით.
4. ხელვაჩაურის სასაფლაოთა ტერიტორიის საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობას სასაფლაოს მმართველი ახორციელებს აიპ-ის ხარჯებით.
მუხლი 6🔗.
საფლავების ექსპლუატაცია. დაკრძალვა
1.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასაფლაოთა ტერიტორიაზე გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება მხოლოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა ანდა მათი ოჯახის წევრებისა.
2. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა ხდება ცალკე სამარეში, გარდა ზემოდან დაკრძალვის შემთხვევისა. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილ უნდა იქნეს 2,5 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია.
3. საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0,5-დან 0,8 მეტრამდე, ხოლო მოკლე მხარეებს შორის არ უნდაიყოს 0,5 მეტრზე ნაკლები.
4. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით).გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას, სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.
5. საძმო საფლავებში ნეშტის დაკრძალვა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.
6. გარდაცვლილთა დასაფლავების ადგილამდე გადატანა, როგორც წესი, ხორციელდება კუბოთი, უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში – დაკრძალვისათვის დამზადებულ სპეციალურ ყუთში.
7. ნეშტის გადასვენების შემთხვევაში სამარე მაშინვე უნდა ამოივსოს და მიწის ზედაპირს ჩაუტარდეს დაგეგმარება.
8. ცხედრის დაკრძალვა შეიძლება გარდაცვალების მოწმობის სასაფლაოს მმართველთან წარმოდგენის შემდეგ. გამონაკლის შემთხვევაში უქმე დღეების გამო ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზით გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მიცვალებულის დაკრძალვა შესაძლებელია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ან ექსპერტის დასკვნისსაფუძველზე იმ პირობით, რომ ჭირისუფალი წარმოადგენს გარდაცვალების მოწმობას მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე.
9. სასაფლაოს მმართველი ვალდებულია საფლავის გაცემისას დაამზადოს და გასცეს საფლავის პასპორტი.
10. სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ.
11. ჭირისუფალი ვალდებულია სასაფლაოთა მმართველს გარდაცვლილის შესახებ მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადებისა და გარდაცვალების დრო;
გ) გარდაცვალების მოწმობა.
12. სასაფლაოსათვის ან მისი თავისუფალი (გამოუყენებელი) ნაწილისათვის პანთეონის სტატუსის მინიჭება და მოქმედი პანთეონის დახურვა ხორციელდება ხელვაჩაურის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტით.
13. პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს – ხელვაჩაურის საკრებულო- განკარგულების სახით.
14. გარდაცვლილთა სხვა სამარეში გადასვენება შესაძლებელია მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და სასაფლაოს მმართველის შეთანხმებით, სათანადო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით.
15. ჭირისუფლის მიერ, საფლავის სასაფლაოს მმართველისათვის ჩაბარების შემთხვევაში, მისი მეორადი გაცემა დაიშვება ჩაბარებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ.
16. ჭირისუფლის მხრიდან უკვე გაცემულ საფლავზე ფართის მიმატების მოთხოვნისას სასაფლაოს მმართველს უფლება აქვს გასცეს თანხმობა, თუ:
ა) მოთხოვნის დაკმაყოფილებისას საფლავის მთლიანი ფართი არ აღემატება ამ წესებით განსაზღვრულ მაქსიმალურ ფართს;
ბ) დაცულია საფლავებს შორის დაცილების ამ წესებით განსაზღვრული ნორმები.
17. საფლავის წინასწარი გაცემა დასაშვებია მხოლოდ საოჯახო (საგვარეულო) საფლავის დანიშნულებით.
მუხლი 7🔗.
სასაფლაოს საფლავი
1.სასაფლაოს საფლავი შეიძლება იყოს:
ა) სტანდარტული საფლავი;
ბ) საძმო საფლავი.
2. სტანდარტული საფლავებია:
ა) ერთადგილიანი – 3 კვ.მ;
ბ) ორადგილიანი – 6 კვ.მ;
გ) სამადგილიანი – 9 კვ.მ.;
დ) ოთხადგილიანი – 12 კვ.მ.
3. სტანდარტულ საფლავზე მეტი ზომის საფლავი შეიძლება გაიცეს, მაგრამ არა უმეტეს 21 კვადრატული მეტრისა. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის გადაწყვეტილებით.
4. სასაფლაოზე გაცემულ საფლავზე, როგორც წესი, ხდება ოჯახის წევრების ან/და მათი თანხმობით ახლო ნათესავის დასაფლავება.
5. ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ:
ა) გარდაცვლილის მიერ მის სიცოცხლეში ანდერძით, სათანადო ხელშეკრულებით ან/და სხვა რაიმე წერილობითი დოკუმენტით დასახელებულმა პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) გარდაცვლილის მეუღლემ;
გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილებმა (ნაშვილებმა);
დ) გარდაცვლილის მშობლებმა (მშვილებლებმა);
ე) გარდაცვლილის ახლო ნათესავმა.
6. ცხედრის ამოსვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ ოჯახის წევრებმა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მისმა ახლო ნათესავებმა.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიერ.
9. ხელვაჩაურის სასაფლაოზე სამარის გათხრის უფლება აქვს მხოლოდ ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველს, დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში, სამარის გათხრა შესაძლებელია განხორციელდეს ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიერ აიპ-ის ხარჯებით. დაუშვებელია ხელვაჩაურის სასაფლაოზე სამარის გათხრა სხვა პირის მიერ.
10. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პირთან მისი თანხმობის შემთხვევაში ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველმა შეიძლება დადოს ხელშეკრულება საფლავის მოვლა-პატრონობასა და მომახურებაზე. ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირებს წინასწარ წარუდგინოს გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და ფასები.
მუხლი 8🔗.
საფლავის მეორადი გაცემისა და ზემოდან დაკრძალვის წესი
საფლავის მეორადი გაცემა ან/და ზემოდან დაკრძალვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით.
მუხლი 9🔗.
ხელვაჩაურის სასაფლაოს დახურვა, გაუქმება და ლიკვიდაცია
1. ხელვაჩაურის სასაფლაოზე ახალი საფლავის ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა,ხელვაჩაურის სასაფლაოთა მმართველის მიმართვის საფუძველზე, დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის სასაფლაოს დახურვის შესახებ. დახურულ სასაფლაოზე შესაძლებელია მხოლოდ საფლავების მეორადი გაცემა.
2. ხელვაჩაურის სასაფლაოზე ახალი და ადრე არსებული საფლავების ადგილების შევსების შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ახალი საფლავების გამოყოფა, ასევე შეუძლებელია არსებულ სასაფლაოზე დადგენილი წესით მეორადი დაკრძალვა, ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიმართვის საფუძველზე დამფუძნებელი იღებს გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის სასაფლაოს გაუქმების შესახებ.
3. გაუქმებული ხელვაჩაურის სასაფლაოს ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მისი გაუქმებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლისშემდეგ. მუნიციპალური სასაფლაოს ლიკვიდაციის თაობაზე, ხელვაჩაურის სასაფლაოს მმართველის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი.
4. ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი ხელვაჩაურის სასაფლაოს ტერიტორია გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი სარგებლობის მწვანე მასივის სახით. ასეთ შემთხვევაში, ხელვაჩაურის სასაფლაოების ლიკვიდაცია, საინფორმაციო საშუალებებით წინასწარი განცხადების შემდეგ, როგორც წესი, ხორციელდება ნეშტის ნარჩენების ამოღების გარეშე, საფლავის ქვების ამოღების გზით.
5. ცალკეულ შემთხვევაში, ლიკვიდირებული ხელვაჩაურის სასაფლაოს ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენება დაიშვება კანონმდებლობისშესაბამისად.
6. საჭიროების შემთხვევაში, ხელვაჩაურის სასაფლაოს ლიკვიდაციისას, მიცვალებულთა გვამების გადასვენება ხორციელდება სანიტარიული ნორმების დაცვით.
მუხლი 10🔗.
გარდამავალი დებულებანი
1. შესაბამისი იურიდიული პირის დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში წარმოდგენილი იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასური.