„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შედგება ამ კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.“.
2. 21-ე, 30-ე მუხლები და 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაში; მოაწყონ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტიზა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 3 ივნისი.
№1552– Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1552. სარეგისტრაციო კოდი — 240.110.010.05.001.001.852.
- სად არის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1552, 03.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 240.110.010.05.001.001.852 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29656/