📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2015
ძალის დაკარგვა 12.03.2018
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 607 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2015 მიღება
12.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი და გვარი
საპატიო არასაპატიო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №30 2015 წლის  4 სექტემბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №7 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1). 2. დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №24 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 4 აგვისტოს შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 397 ლარით ყოველთვიურად. მუხლი 2🔗 1. პირველ მუხლით განსაზღვრული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით და სარეგისტრაციო ფურცლებზე ხელმოწერით. 3. ამომრჩევლებთან შეხვედრის დასადასტურებლად საკრებულოს წევრი ვალდებულია, საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს შეხვედრის მინიმუმ სამი მონაწილის მიერ ხელმოწერილი ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება ოქმზე ხელისმომწერი პირის სახელი და  გვარი. 4. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო საკრებულოს ორგანოების (კომისია, ფრაქცია, დროებით სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი. 5. საკრებულოს წევრმა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის დაწყებამდე, წერილობითი განცხადებით უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს ან საკრებულოს აპარატს. 6. თუ საკრებულოს წევრი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის/ფრაქციის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, წარმოადგინოს საპატიო მიზეზის  დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 7. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუკავდება 50  (ორმოცდაათი) ლარი. მუხლი 3🔗 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების, ამომრჩევლებთან შეხვედრის მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს თვის 01 რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2) და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულოს თავმჯდომარე ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით საკრებულოს  წევრებისთვის განსაზღვრავს ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 4🔗 1. საკრებულოს თავმჯდომარეს გამოეყოს 500 (ხუთასი) ლიტრი საწვავი და დაერიცხოს 50 ლარის სასაუბრო დრო სამსახურებრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე. 2. საკრებულოს თანამდებობის პირებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) დაერიცხოს 20 ლარის სასაუბრო დრო სამსახურებრივი მობილური ტელეფონის ნომრის ანგარიშზე. დანართი №2 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები (თვე, წელი) № სახელი და გვარი საკრებულოს სხდომაზე დასწრება კომისიის სხდომაზე დასწრება ფრაქციის სხდომაზე დასწრება ამომრჩევლებთან შეხვედრა გაცდენა საპატიო არასაპატიო 1 2 3 ... ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი  (სახელი, გვარი, ხელმოწერა)