„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2015 წლის 1 სექტემბერი ქ. ბათუმი |
„5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას, მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე, გარდა წინამდებარე დადგენილების 51 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. თუკი სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემული იქნა სხვა პირზე და მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე მშენებელობის ნებართვის გაცემა ხდება სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს მშენებლობის ნებართვის მიმღებმა პირმა.“.
„51. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, კერძოდ მოსაკრებლის მთლიანი ოდენობის 40% მშენებლობის ნებართვის გაცემის III სტადიაზე, ხოლო დარჩენილი 60% მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში თუ: მშენებლობის ნებართვის მიმღები პირი წარმოადგენს დარჩენილი გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის საბანკო გარანტიას, რომელიც ერთი თვით უნდა აღემატებოდეს დარჩენილი თანხის გადახდის საბოლოო ვადას ან, მშენებლობის ნებართვის მიმღები პირი დარჩენილი გადასახდელი მოსაკრებლის უზრუნველყოფის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დატვირთავს უძრავ ქონებას, რომლის ღირებულება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რომელიმე აუდიტორული კომპანიის აუდიტორული დასკვნის საფუძველზე უნდა აღემატებოდეს გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობას.“.
|