სს საგზაო კომპანია „თბილისის“ 2015 წლის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის რეკომენდაციები 2015 წლის 25 სექტემბერის მორიგი საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-14/204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“

2015 წლის აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2015 წლის 25 სექტემბერს 1300 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. №33, (IV სართ. საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

 

საერთო კრების დღის წესრიგი:

1. 2014 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგებისა და წლიური ბალანსის განხილვა-დამტკიცება, სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად.

2. ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული და სხვა საორგანიზაციო საკითხები.

 

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 2 სექტემბერი. სააღრიცხვო დღის მდგომარეობით, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან: სს „კავკასრეესტრი“, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (0162, ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 2 432495).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 25 სექტემბერს 1200 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა (დედანი).

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33, IV სართ, ტელ.: 2 931909 .

 

სს საგზაო კომპანია „თბილისის”

სამეთვალყურეო საბჭო

დირექტორი