საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №113/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (15)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| შეფასების კრიტერიუმები | ქულა |
| ა. კვლევის თემა და ამოცანები | 0 -15 |
| ბ. კვლევითი პროექტის სიახლე /ორიგინალობა | 0 -15 |
| გ. კვლევის მეთოდოლოგია | 0 -10 |
| დ. პროექტის ორგანიზაცია, მართვა და კოორდინაცია | 0 -10 |
| პირველი კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ+გ+დ) | 0 -50 |
| ა. ერთობლივი პუბლიკაციები, პატენტები | 0-5 |
| ბ. სადოქტორო დისერტაცია | 0 -5 |
| მეორე კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ ) | 0 -10 |
| ა. მონაწილე ჯგუფების გამოცდილება და ურთიერთშევსებადობა | 0 -5 |
| ბ. ურთიერთქმედების დონე და სარგებელი საქართველოს მეცნიერთა ჯგუფისთვის | 0 -5 |
| გ. ურთიერთქმედების დონე და სარგებელი პარტნიორი ჯგუფისთვის | 0 -5 |
| დ. ახალგაზრდა მკვლევარების, პოსტ-დოკების და დოქტორების მონაწილეობა | 0 -5 |
| მესამე კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ+გ+დ) | 0 -20 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტისა (SC) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოსა (NARD) და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№113/ნ
2015 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულების დამტკიცების თაობაზე
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართი №2 –
შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი 1
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (CNRS PICS) დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project –
PICS) ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია:
ა) მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება – გაფართოება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
2. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესრულების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ბ) CNRS – საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე –
ფონდი) 2007 წლის 28 ივნისს გააფორმა ,,სამეცნიერო კვლევის ეროვნულ ცენტრსა (საფრანგეთის რესპუბლიკა) და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმი“;
გ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის წარმდგენი იურიდიული პირი (სსიპ, ა(ა)იპ, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაცია), ან მეცნიერთა ჯგუფი;
დ) საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი –
საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურ ხარისხი და ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
ე) ფრანგ მეცნიერთა ჯგუფი – პროექტში ჩართული ფრანგ ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს;
ვ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროექტის მონაწილე საქართველოსა და ფრანგ მეცნიერთა ჯგუფების ხელმძღვანელები როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე საფრანგეთის მხრიდან. საქართველოს მხრიდან პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც, ფრანგ კოლეგასთან ერთად, კოორდინაციას უწევს ერთობლივი პროექტის მომზადებას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია, როგორც პროექტის ფარგლებში საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე;
ზ) საბაზო ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საბაზო ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
თ) კონკურსი – CNRS-ისა და ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი;
ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია ფონდის საგრანტო დაფინანსების მისაღებად;
კ) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული ანგარიში, რომელზეც მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ლ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება;
მ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ნ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 12-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები;
ო) საკონკურსო კომისია – შესაბამისი დარგის ადგილობრივი, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც მოახდენს პროექტების შეფასებას და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ;
პ) ერთობლივი პროექტი – პროექტი რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ფრანგ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად.
მუხლი 3🔗.
კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ფონდი და CNRS. კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
ა) პირველი ეტაპი – პროექტების შეფასება CNRS-ის მიერ;
ბ) მეორე ეტაპი – CNRS-ის მიერ დამტკიცებული ერთობლივი პროექტების, შეფასება ფონდის მიერ.
2. CNRS უზრუნველყოფს:
ა) CNRS-ის ექსპერტთა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით პროექტების დამტკიცებას;
ბ) პროექტის მონაწილე ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას.
გ) ფონდისათვის ინფორმაციის მიწოდებას ერთობლივი პროექტების დამტკიცების შესახებ.
3. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის წესების, საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების, საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხისა და ფორმების და შესაბამის ფორმებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის საჯაროობას;
ბ) კონკურსის პროგრამის და პირობების და ანგარიშის ფორმების მომზადება/დამტკიცებას;
გ) CNRS-ის ინფორმირებას კონკურსისთვის რეგისტრირებული პროექტის შესახებ;
დ) CNRS-ის მიერ დამტკიცებული, ერთობლივი პროექტების შეფასებას საკონკურსო კომისიის მიერ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ერთობლივი პროექტების თანადაფინანსების შესახებ;
ე) დამტკიცებული ერთობლივი პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას.
მუხლი 4🔗.
სუბიექტები
1. კონკურსში ერთობლივი პროექტის წარდგენა ხდება მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს CNRS-ში ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში მომუშავე ფრანგი მკვლევარებისგან, ხოლო მეორე წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან/უნივერსიტეტებიდან. კონკურსის მთავარი პირობაა მონაწილე ფრანგ და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება, მინიმუმ ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციის არსებობა.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც ჩართულია ერთობლივ კვლევებში CNRS-ში ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში მომუშავე ფრანგ კოლეგებთან და გამოქვეყნებული აქვთ ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია(ები).
3. პროექტში მონაწილე საქართველოს და ფრანგ მეცნიერთა ჯგუფებს ჰყავთ შესაბამისი სამეცნიერო ხელმძღვანელები.
4. პროექტის მიხედვით დაგეგმილი კვლევის საქართველოში განსახორციელებელი ნაწილი სრულდება საბაზო ორგანიზაციაში.
5. საქართველოს მხრიდან პროექტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სულ მცირე ერთი ახალგაზრდა მეცნიერის –
დოქტორის მონაწილეობა (დოქტორის აკადემიური ხარისხი დაცული უნდა ჰქონდეს კონკურსის გამოცხადებიდან ბოლო შვიდი წლის პერიოდში).
მუხლი 5🔗.
ფინანსური მოთხოვნები
1. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 36 თვე.
2. ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ევროს ეკვივალენტს ლარებში.
3. ფონდის მხრიდან პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით. გრანტის თანხები გადაირიცხება საგრანტო ანგარიშებზე. ტრანშების მოცულობა იგეგმება საანგარიშო პერიოდში პროექტში განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით.
4. გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს.
5. ფონდის მხრიდან პირველი ტრანში, ავანსის სახით, გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მომდევნო ტრანში – წინა ტრანშით გათვალისწინებული შედეგების შესრულების შესახებ ფონდში წარმოდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე. ბოლო ტრანშის 10% გაიცემა პროექტის საბოლოო ანგარიშგებისა და ფონდის მხრიდან დადებითი დასკვნის აქტის (ფინანსური და პროგრამული მონიტორინგის ანგარიშების) გაცემის შემდგომ.
მუხლი 6🔗.
კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა ელექტრონული სახით, კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებასთან ერთად;
გ) შემოსული პროექტების წინასწარი შერჩევა კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) CNRS-ის მიერ დამტკიცებული ერთობლივი პროექტების სიის მოწოდების შემდეგ პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მეშვეობით;
ე) ფონდის საკონკურსო კომისიის რანჟირებული სიის გათვალისწინებით CNRS-ის მიერ დამტკიცებული ერთობლივი პროექტების მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფების ფონდის მიერ თანადაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ვ) დასაფინანსებლად შერჩეული ერთობლივი პროექტების საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის წევრებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 7🔗.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის მიერ დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. პროექტის საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფონდში წარადგენს ერთობლივ პროექტს, ინგლისურ ენაზე. განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს ფრანგ და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელების მიერ.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
3. CNRS-ში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარდგენა ხდება ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ, ფრანგულ ენაზე, CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის საშუალებით.
მუხლი 8🔗.
პროექტების შეფასება
1. პროექტის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად. შეფასების პირველ ეტაპზე პროექტებს აფასებს CNRS შესაბამისი დარგობრივი ინსტიტუტის დახმარებით.
2. შეფასების მეორე ეტაპზე ფონდის გენერალური დირექტორის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია აფასებს CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილ ერთობლივ პროექტებს, გამოავლენს გამარჯვებულს და იღებს გადაწყვეტილებას ერთობლივი პროექტების თანადაფინანსების მოცულობასთან დაკავშირებით.
3. პროექტის მონაწილეთა მიერ მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი პროექტის საკონკურსო კომისიის შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობას უზრუნველყოფს ფონდი.
4. ფონდი უფლებამოსილია, პროექტის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე პროექტის დასრულებიდან 3 წლის მანძილზე, პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი ანგარიში, დოკუმენტაცია და პროექტის შედეგები დაუქვემდებაროს დამოუკიდებელ სამეცნიერო ექსპერტიზას.
მუხლი 9🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია ფონდის საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი);
ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 10🔗.
საგრანტო ხელშეკრულება
1. CNRS-ისა და ფონდის საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებზე ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის წევრებთან.
2. პროექტის შესრულების დროს გრანტის მიმღების მიერ შექმნილ ინტელექტუალურ და შეძენილ მატერიალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
3. ფონდი უფლებამოსილია, გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 10%-ის ფარგლებში.
მუხლი 11🔗.
საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის (12 თვე) ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება საქართველოდან პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ანგარიშის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ფონდმა შეიძლება მოითხოვოს ინფორმაცია წერილობითი სახით პროექტის მონაწილე საფრანგეთის ჯგუფის ხელმძღვანელისგან.
4. პროექტში მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ფონდის მხრიდან თანადაფინანსების შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად.
5. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში ფონდის დაფინანსებით შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
6. საგრანტო პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ საგრანტო პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დანართი 2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
აღნიშვნა
1. პროექტის სამეცნიერო დონე
ა. კვლევის თემა და ამოცანები
0 -15
ბ. კვლევითი პროექტის სიახლე /ორიგინალობა
0 -15
გ. კვლევის მეთოდოლოგია
0 -10
დ. პროექტის ორგანიზაცია, მართვა და კოორდინაცია
0 -10
პირველი კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ+გ+დ)
0 -50
კომენტარი პროექტის სამეცნიერო დონესთან მიმართებაში
2. პროექტის პარტნიორების მიერ წინა პერიოდში ერთობლივად განხორციელებული აქტივობების სამეცნიერო დონე: პუბლიკაციები, პატენტები, სადოქტორო დისერტაცია.
ა. ერთობლივი პუბლიკაციები, პატენტები
0-5
ბ. სადოქტორო დისერტაცია
0 -5
მეორე კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ )
0 -10
კომენტარი პარტნიორების მიერ წინა პერიოდში ერთობლივად განხორციელებული აქტივობების სამეცნიერო დონესთან მიმართებაში: პუბლიკაციები, პატენტები, სადოქტორო დისერტაცია.
3. ერთობლივი თანამშრომლობის დაინტერესება და მოტივაცია
ა. მონაწილე ჯგუფების გამოცდილება და ურთიერთშევსებადობა
0 -5
ბ. ურთიერთქმედების დონე და სარგებელი საქართველოს მეცნიერთა ჯგუფისთვის
0 -5
გ. ურთიერთქმედების დონე და სარგებელი პარტნიორი ჯგუფისთვის
0 -5
დ. ახალგაზრდა მკვლევარების, პოსტ-დოკების და დოქტორების მონაწილეობა
0 -5
მესამე კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ+გ+დ)
0 -20
კომენტარი ერთობლივი თანამშრომლობის დაინტერესებასა და მოტივაციაზე
4. ჯგუფების სამეცნიერო კომპეტენცია
ა. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფების სამეცნიერო გამოცდილება
0 -5
ბ. საქართველოს მეცნიერთა ინფრასტრუქტურის დონე
0 -5
გ. პარტნიორი ჯგუფის სამეცნიერო გამოცდილება
0 -5
დ. პარტნიორის ინფრასტრუქტურის ხარისხი
0 -5
მეოთხე კრიტერიუმის ჯამური ქულა (ა+ბ+გ+დ)
0 -20
კომენტარი ჯგუფების სამეცნიერო კომპეტენციაზე
ეთიკა :
- ითვალისწინებს თუ არა პროექტი ეთიკურ ასპექტებს
კი არა
–
თუ ითვალისწინებს, ისინი მხედველობაშია მიღებული პროექტის ფარგლებში
კი არა
ფინანსური გეგმა
- მოთხოვნილი დაფინანსება სათანადოდ იყო დასაბუთებული?
კი არა
- თუ არა, წარმოადგინეთ შესაბამისი მოდიფიკაციები
ზოგადი ინფორმაცია
მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსება:
შესაძლო ურთიერთკავშირი ფონდის, CNRS-ისა ან სხვა ევროპული პროგრამების მიერ გათვალისწინებულ აქტივობებთან
კი არა
თუ კი, დააკონკრეტეთ:
ოთხივე კრიტერიუმის ქულათა ჯამი (1 + 2 + 3 +4)
0 -100
საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი კომენტარი/დასკვნა: