საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.09.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №41/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 01.01.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №41/2015
2015 წლის 2 სექტემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური/იურიდიული განათლება: ბაკალავრის ხარისხი;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
კ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
ლ) ცესკოს რეგლამენტი;
მ) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;
ნ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
ო) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
პ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ჟ) სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება: ბაკალავრის ხარისხი;
ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
თ) ცესკოს რეგლამენტი;
ი) „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;
კ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
ლ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
მ) სამსახურის დებულება.
მუხლი 3🔗
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: ბაკალავრის ხარისხი;
ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
გ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:
ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
3. სასურველი მოთხოვნები:
ა) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
ბ) უცხო ენის ცოდნა.
4. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ;
თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ი) ცესკოს რეგლამენტი;
კ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
ლ) სამსახურის დებულება.