„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№115/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №115/ნ

2015 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №714 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (30/12/2014 წ., www.mats№e.gov.ge,  სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) სხვა პირთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:                                    

ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ვაკანსიების რეგისტრაცია;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობის გამჭვირვალობას, დაინტერესებულ მხარეებთან ორმხრივ კავშირს;“;

გ.გ)  „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.დ)  „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) შეიმუშავებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს, ახორციელებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ღონისძიებებს;“

გ.ე) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) მონაწილეობს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში;“;

გ.ვ) „ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. ცენტრის მართვა

1. ცენტრს მართავს დირექტორი. დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორი, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წარმართავს მის საქ­მიანო­ბას და წყვეტს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სა­კით­ხებს, პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე ცენტრის საქმიანობის პროცესში;

ბ) განკარგავს ცენტრის სახსრებს, პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მისი ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვაზე;

გ) მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;

ე) კონკრეტული (არამუდმივი) სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ასაქმებს და ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გაუთვალისწინებელ თანამშრომლებს;

ვ) მინისტრს დასანიშნად წარუდგენს დირექტორის მოადგილეების კანდიდატურებს;

ზ) ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

თ) უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლებზე, სამინისტროსთან შეთანხმებით, გასცეს მატერიალური წახალისება (პრემია);

ი) უფლებამოსილია, ცენტრის თანამშრომლებზე გასცეს დამატებითი საზღაური (სახელფასო დანამატი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის საფუძველზე მიღებული შემოსავლებიდან,  თუ თანამშრომლის საქმიანობა აღემატება მისი ჩვეულებრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებს;

კ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას და სახელფასო (შრომის ანაზღაურების) ფონდს;

ლ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

მ) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს ცენტრის დირექტორის მოადგილეებსა და თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; 

ნ) ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან და­კავ­შირებით, საჭიროების შემთხვევაში, ქმნის კომისიებს და სხვა სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ო) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

პ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დირექტორი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე.

4. დირექტორს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო ნუსხით. დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე.

5. დირექტორის დროებითი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბიუჯეტის, საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ცენტრის თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;”. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე