საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1806
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“, „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებისა და მე-10 მუხლის საფუძველზე, საქართველოსფინანსთასამინისტრომ„საქართველოს2015წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოსმთავრობისსარეზერვოფონდიდანსაქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტროსგამოუყოს 532 100 ლარი (ხუთას ოცდათორმეტი ათას ასი) ლარი, მათშორის:
ა) 527 000 (ხუთას ოცდაშვიდი ათასი) ლარი − 2015 წელს ევროპის ერთა თასის მოპოვებისა და 2015 წელს რაგბის საერთაშორისო (World Rugby) და ევროპის (Rugby Europe) ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ 6 (ექვსი) ოფიციალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებისათვის, თხუთმეტკაცა რაგბიში საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, მწვრთნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით;
ბ) 5 100 (ხუთი ათას ასი) ლარი − რაგბის ევროპის (Rugby Europe) ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ 1 (ერთი) ოფიციალურ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებისათვის, რაგბი 7-ში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, მწვრთნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.
2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, თხუთმეტკაცა რაგბიში საქართველოს ვაჟთა და რაგბი 7-ში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, მწვრთნელებისათვის, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალისათვის განსაზღვრულითანხები გადანაწილდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“?
- „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 27.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1806. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019853.
- სად არის „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“, №1806, 27.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019853 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2967850/