„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „გრუზვინპრომის“ 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1821
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „გრუზვინპრომის“ 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 62 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია შპს „გრუზვინპრომის“ (ს/კ №231289290) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის ფორმით პირობებით პრივატიზების თაობაზე იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება 11 620 000 (თერთმეტი მილიონ ექვსას ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი