საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.09.2015
ძალის დაკარგვა 30.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №125
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016540
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.09.2020
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №125
2015 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაცის მინისტრის 2015 წლის 8 აპრილის №26 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მთავარი სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
მთავარი სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 3🔗
მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორისა (შემდგომში –
დეპარტამენტის დირექტორი) და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
თავი II
მთავარი სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) პენიტენციურ სისტემაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
მთავარი სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში –
დაწესებულება) უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვება, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებებში და საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელში გადანაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთის, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ე) ზედამხედველობა და კონტროლი საინჟინრო და ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ვ) დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე, ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი;
ზ) დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენა და ანალიზი, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენა და აღრიცხვა;
თ) დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლი, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვა და დაცვა;
ლ) დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
მ) დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემა და მათი შესრულების შეფასება;
ნ) დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა, ამ საქმიანობის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა;
პ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასება და წინადადებების წარდგენა დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ჟ) უსაფრთხოების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ საკითხის შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
რ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეხვედრების განხორციელების ზედამხედველობა;
ტ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაცია, ანალიზი, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
უ) დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი და წინადადებების შემუშავება;
ფ) დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში შემსვლელ/მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაცია, ანალიზი; შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;
ქ) საჭიროების შეთხვევაში, დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვა და განხორციელება დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა;
ღ) დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების და უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია, კონტროლი, წინადადებების შემუშავება;
ყ) დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდული ანალიზი, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
შ) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაცია, ანალიზი და ელექტრონული საშუალების ტექნიკური უზრუნველყოფა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების ტერიტორიაზე შემსვლელ პირთა დაშვების საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
ძ) პენიტენციური სისტემის ორგანოების კინოლოგიური მომსახურება;
წ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
მთავარი სამართველოს შემადგენლობაშია:
ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო;
ა.ა) სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილება;
ა.ბ) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება;
ბ) ოპერატიული სამმართველო;
ბ.ა) ოპერატიული განყოფილება;
ბ.ბ) ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება;
გ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ.ა) ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება;
გ.ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
მუხლი 8🔗
1. სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო:
ა) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების დებულებებისა და დღის განრიგის დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
დ) აკონტროლებს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებას;
ე) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აგრეთვე აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
ვ) ახორციელებს დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზს, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენას;
ზ) საჭიროების შეთხვევაში, უზრუნველყოფს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვასა და განხორციელებას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას;
თ) ახორციელებს დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას;
ი) ახორციელებს დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდულ ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
კ) აკონტროლებს დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
ლ) ახორციელებს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის კინოლოგიურ მომსახურებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება:
ა) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულებების დებულებებისა და დღის განრიგის დაცვის ზედამხედველობასა და კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილების, მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის, აქსესუარების, სამკერდე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენების დაცვაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
დ) აკონტროლებს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებას;
ე) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერების, აგრეთვე აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
ვ) ახორციელებს დაწესებულებების თანამშრომელთა და დაწესებულებებში მყოფ პირთა მიერ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის კოორდინაციას, ანალიზს, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენას;
ზ) საჭიროების შეთხვევაში უზრუნველყოფს დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვასა და განხორციელებას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენას;
თ) ახორციელებს დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდულ ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
ი) ახორციელებს დაწესებულებების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას;
კ) აკონტროლებს დაწესებულებების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კინოლოგიური მომსახურების განყოფილება:
ა) ახორციელებს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის კინოლოგიურ მომსახურებას;
ბ) უზრუნველყოფს სასამსახურო ძაღლების ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებას;
გ) უზრუნველყოფს სასამსახურო ძაღლების მოვლა-პატრონობასა და წვრთნას;
დ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ოდოროლოგიური კვალის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსების, აგრეთვე დაწესებულებათა საცხოვრებელი, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერებას აკრძალული საგნების, კვების პროდუქტების, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთების/ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით;
ე) უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას ან/და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან სხვა პირზე თავდასხმის მოგერიებისას სასამსახურო ძაღლის გამოყენებით დახმარების აღმოჩენას;
ვ) უზრუნველყოფს სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გაწვრთნას და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე თანამშრომელთა სათანადო მომზადებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 9🔗
1. ოპერატიული სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვებას, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ბ) აკონტროლებს დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს;
გ) ახორციელებს დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენასა და ანალიზს, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენასა და აღრიცხვას;
დ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლს, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ე) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემას, მათ წინაშე ცალკეული ოპერატიული ამოცანების დასმის მიზნით და მათი შესრულების შეფასებას;
ზ) ახორციელებს დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
თ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში განაწილების პროცესის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
ი) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასებას და წინადადებების წარდგენას დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან;
მ) საჭიროების შეთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის/მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით, ახორციელებს დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის ადგილზე შესაბამისი დახმარების აღმოჩენას;
ნ) უზრუნველყოფს დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვასა და დაცვას;
პ) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრაქტიკის პერიოდულ ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენასა და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
ჟ) ახორციელებს დეპარტამენტსა და დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების კონტროლს, კოორდინაციასა და ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენას და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
რ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ს) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ტ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ საკითხის შესწავლას და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ოპერატიული განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში განაწილების პროცესის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
ბ) აკონტროლებს დაწესებულებების ტერიტორიაზე წარმოებულ დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებს;
გ) ახორციელებს დაწესებულებებში კრიმინალური გავლენების გამოვლენასა და ანალიზს, კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების და სამართლებრივი რეჟიმის სისტემატურად დამრღვევი პირების გამოვლენასა და აღრიცხვას;
დ) უზრუნველყოფს დაწესებულებებში შექმნილი ვითარების საერთო კონტროლს, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ე) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების განლაგების გეგმების შედგენას და მათი შესრულების კოორდინაციას;
ვ) ახორციელებს დაწესებულებებში უსაფრთხოების ფუნქციების განმახორციელებელ პირთათვის სპეციალური სამსახურებრივი მითითებების მიცემას, მათ წინაშე ცალკეული ოპერატიული ამოცანების დასმის მიზნით და მათი შესრულების შეფასებას;
ზ) ახორციელებს დაწესებულებაში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების მიღების არხების გამოვლენისა და აღკვეთის უზრუნველყოფის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან;
ი) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისა და ექსტრადირებისას საშიშროების რისკების შეფასებას და წინადადებების წარდგენას დაწესებულებებისათვის და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;
კ) საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის/მთავარი სამმართველოს უფროსის დავალებით, ახორციელებს დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უშუალო დაგეგმვას დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად, აგრეთვე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისთვის ადგილზე შესაბამისი დახმარების აღმოჩენას;
ლ) ახორციელებს დაწესებულებების უსაფრთხოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაციას, კონტროლსა და წინადადებების შემუშავებას;
მ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს დაწესებულებებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეგროვებას, ანალიზსა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელ ორგანოებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტში არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვასა და დაცვას;
დ) ახორციელებს დეპარტამენტსა და დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების კონტროლს, კოორდინაციასა და ანალიზს, ანალიზის შედეგად არსებული ხარვეზების აღმოჩენას და მათი გადაჭრის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 10🔗
1. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაციას, ანალიზსა და ელექტრონული საშუალების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების კოორდინაციას, ანალიზს, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენას;
გ) ზედამხედველობისა და კონტროლის საინჟინრო და ტექნიკური საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს, მონაწილეობს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
ე) უზრუნველყოფს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ტექნიკური საშუალებების პერიოდულ შემოწმებას მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაციასა და ანალიზს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელექტრონული საშუალების ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციებში მოქმედების დროს, მონაწილეობს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში;
გ) ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ტექნიკური საშუალებების პერიოდულ შემოწმებას მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
თავი IV
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 11🔗
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მთავარი სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
გ) მთავარი სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია მოითხოვს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისგან და დაწესებულებებიდან, აგრეთვე, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან;
დ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ანგარიშები გაწეული საქმიანობისა და არსებული მდგომარეობის თაობაზე;
ე) წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და შტატების სრულყოფის, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მოქალაქეებისა და მოსამსახურეების განცხადებებსა და წინადადებებს;
თ) შეიმუშავებს ან/და მონაწილეობს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების მომზადებაში;
ი) წარადგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) კოორდინაციას უწევს მთავარი სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;
ლ) ანაწილებს მთავარ სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას; მთავარი სამმართველოს ფუნქციებიდან გამომდინარე, აძლევს დავალებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს;
მ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს მთავარ სამმართველოს;
ნ) ასრულებს ამ დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
4. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 12🔗
1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს მთავარი სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) მთავარი სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება - მოვალეობებს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარ სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 13🔗
1. მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ერთეულის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, წყვეტს სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
დ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ე) კონტროლს უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მუშაობის შესახებ;
ზ) მთავარი სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ი) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ლ) მონაწილეობს სამმართველოს გამგებლობაში არსებულ საკითხებზე მიმდინარე და სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის დავალებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მთავარი სამმართველოს უფროსის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
მუხლი 14🔗
1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მხრივ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ე) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
ვ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ;
ზ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
ი) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მთავარ სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, მთავარი სამმართველოს უფროსის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის დავალებებს.
3. განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. მთავარ სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) მთავარი ინსპექტორები;
ბ) უფროსი ინსპექტორები;
გ) ინსპექტორები.
2. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო უფროსის წინაშე.
4. მთავარი სამმართველოს მოსამსახურეების ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.