„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№454
სარეგისტრაციო კოდი
010340000.10.003.018840
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №454

2015 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010340000.10.003.018030, 20/06/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. დამტკიცდეს პროგრამაში მონაწილეობის თანხმობის ფორმა, დანართის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უნივერსიტეტი, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს, ასევე სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი .“.

3. პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო დაწესებულებებში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).“.

4. პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი, შემოდგომის ნაკადის მიღება ხდება ოქტომბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადის − აპრილში.“.

5. პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად პირი მიიღება სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე განაცხადის რეგისტრაციის მეშვეობით.“.

6.  პროგრამის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის პროცესში მათი იდენტიფიცირების, მოქალაქეობისა და რეგისტრაციის შესახებ მონაცემების მიღების მიზნით, ბიურო უფლებამოსილია, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკური პირის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები, რომელიც საჭიროა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამისათვის.“.

7. პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამის ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) ბიუროს მიერ ხდება საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული სტაჟირების ვაკანსიების განთავსება, საიდანაც სტაჟიორობის კანდიდატი პროგრამულად ირჩევს მხოლოდ ერთ ვაკანსიას; არჩეული ვაკანსიის შეცვლა დაუშვებელია; სტაჟიორობის კანდიდატის მიერ არჩეულ ვაკანსიაზე წვდომა არ აქვს სტაჟიორობის სხვა კანდიდატს.“. 

8. პროგრამის მე-6  მუხლს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  31 პუნქტი:

„31. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად, განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.“.

9.  პროგრამის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში არსებული სტაჟიორთა კვოტის, მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის, ასევე სტაჟირებისათვის განკუთვნილი ვაკანსიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უცხო ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ.“.

10. პროგრამის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში ბიუროს  მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ იმ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიმართულებისა და დარგის/სპეციალობის თაობაზე, რომელთაც განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობაზე  წერილობითი თანხმობა.“.

11. პროგრამის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სტაჟიორობის კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია საჯარო დაწესებულებაში. სტაჟიორობის კანდიდატის სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, 10 დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად განათავსოს პროგრამის ვებგვერდზე (stajireba.gov.ge).“.

12. პროგრამის მე-6  მუხლს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  მე-8 პუნქტი:

„8. სტაჟირების ადგილზე დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატის  რეგისტრაციის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორობის კანდიდატი კარგავს პროგრამის მიმდინარე ნაკადში  მონაწილეობის მიღების უფლებას.“.

13. პროგრამის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტაჟირების ხელმძღვანელი  ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, პროგრამის ვებგვერდზე (stajireba.gov.ge) ინფორმაციის  ელექტრონულად  განთავსების ან/და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

თანხმობის ფორმა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვაცხადებ თანხმობას სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მიზნებისათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამისთვის საჭირო ყველა ჩემი მონაცემი, მათ შორის: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, იმ საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, რომელშიც ვსწავლობ ან ვსწავლობდი, უმაღლესი განათლების მიმართულება, დარგი/სპეციალობა, აკადემიური მოსწრება GPA ან/და შეფასების საშუალო არითმეტიკულის შესახებ ინფორმაცია გადაეცეს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს.

 

პირადი ნომერი

სახელი

გვარი

ხელმოწერა