სს ”ახალციხის რაიონული საავადმყოფო”-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/4233-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/4233-15

 

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების

და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: სს  „ახალციხის რაიონული საავადმყოფო”

წარმომადგენელი: შპს ,,რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს „ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს”გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით,საზოგადოებას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ,,ლიბერთი ბანკში’’ და სს ,,საქართველოს ბანკში’’, თუმცა ორგანიზაციას საბანკო ანგარიშებზე და არც სალაროში თანხა არ ერიცხება. სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო ს” უზრუნველყოფილი კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან ორგანიზაციის თანამშრომლები: ვლადიმერ ბაშელეიშვილი, ამირან დადვანი და სერგო ჭონქაძე. სს ,,ახალციხის რაიონულ საავადმყოფო ს” ბიუჯეტის მიმართ ერიცხება ზედმეტობა 23 245.10 (ოცდასამი ათას ორას ორმოცდახუთი ლარი და ათი თეთრი) ლარის ოდენობით.

კრედიტორთა კრებაზე მეურვის მიერ წარმოდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურის წერილი, რომლის მიხედვით სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფოს” უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კრედიტორებმა განაცხადეს, რომ დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით დავის დაწყებაზე არ გააჩნიათ ინტერესი მეურვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფოს” მიმართ შეწყდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფოს” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 10 ივლისს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფო” (ს/კ 224066891) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს სს ,,ახალციხის რაიონული საავადმყოფოს” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                   ლაშა ქოჩიაშვილი