ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №45
2015 წლის 1 სექტემბერი
ქ. ბათუმი
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სახელდების შესახებ
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილების შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის – ალექსანდრე ქართველის სახელი.
2. წინამდებარე განკარგულება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გადაეგზავნოს ქ. ბათუმის მერიას და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციას.
3. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნებულ იქნეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი