„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.170.016137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2015 წლის 4 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.170.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს პირველი თებერვლისა, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა.“;

დ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ე) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფებამოსილებებს.“;

ვ) მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.“.

ზ) 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ  შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიისა და საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტი  საკრებულოში შეტანიდან  2 დღის ვადაში;

დ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში)  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;

ე) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ვ) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ზ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ი) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

კ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები, დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში), შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ნ) საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ო) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

პ) მერი, მერიის სამსახურების უფროსების ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ სხვა დოკუმენტები საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;

რ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;

ს) მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №40 დადგენილებით და  ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №47 დადგენილებით დადგენილი წესით.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია