⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.08.2016)
გაუქმებულია:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.09.2015
ძალის დაკარგვა 08.08.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.170.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,165 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.09.2015 მიღება
08.08.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2015 წლის 4 სექტემბერი ქ. ზუგდიდი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი” მე-16 მუხლის მე-3  პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ბინათმესაკუთრეთა   ამხანაგობის  შესახებ” 29-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სააღრიცხვო-საინფორმაციო ბარათი (დანართი №2). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია                                                                                                                                                           დანართი №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის  განსახორციელებლად  გათვალისწინებული თანხების  განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების აღრიცხვის  წესი მუხლი 1🔗 1. „ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების  განვითარების  ხელშეწყობის პროგრამის  განსახორციელებლად   გათვალისწინებული  თანხების  განკარგვისა  და  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  აღრიცხვის  წესი”   (შემდგომში  –  წესი)  აწესრიგებს შესაბამისი  წლის  ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის    ბიუჯეტით  დამტკიცებული  „ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების განვითარების  ხელშეწყობის  პროგრამის”  ფარგლებში,  მრავალბინიან  საცხოვრებელ  სახლებში, ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების  წევრთა  საერთო  ქონების  ექსპლუატაციის  და განვითარებისთვის  აუცილებელი  სამუშაოების  დაფინანსების  და  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  შესაბამისად  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. 2.   ბინათმესაკუთრეთა   ამხანაგობების   ურთიერთობა   ქალაქ   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოებთან  განისაზღვრება  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების  შესახებ”  საქართველოს  კანონის,  წინამდებარე  წესის  და  მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად. 3. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” (შემდგომში – პროგრამა) ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის (შემდგომში – მერია) განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მერიაში აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ამხანაგობა). ამხანაგობის თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა მერიას წარუდგენს მომდევნო წლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სააღრიცხვო-საინფორმაციო ბარათს. 4. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში,  ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით, მერიისათვის  მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ კანონიერ მოსარგებლეებს, ასევე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბინით მოსარგებლეს, თუ ამ ბინის მესაკუთრის ადგილსამყოფელი დაუდგენელია ან/და იგი მონაწილეობას არ იღებს გადაწყვეტილების მიღებაში.  მუხლი 2🔗 1. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) მისამართს; ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; დ)  ბიუჯეტს,  რომელშიც  უნდა  იქნეს  განსაზღვრული  შესასრულებელი  სამუშაოებისთვის  საჭირო თანხები    და    რომელიც   უნდა   ეფუძნებოდეს   მომსახურე ორგანიზაციის   მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას; ე) მომსახურე ორგანიზაციის დასახელებას, რომელიც შეასრულებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს; ვ) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს; ზ)  იმ  შემთხვევაში,  თუ  სამუშაო  სრულდება  მრავალბინიანი  სახლის  ერთ  სადარბაზოში, ამხანაგობას  შეუძლია  „ვ”  ქვეპუნქტის  ნაცვლად  წარადგინოს  ამ  სადარბაზოს  ამხანაგობის  წევრთა სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები. 2. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 10%; ბ) შენობის ქანობიანი სახურავის შეკეთების შემთხვევაში – 10%; გ) ლიფტის შეკეთების შემთხვევაში – 20%; დ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში –20%; ე) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების შემთხვევაში – 25%; ვ) ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენის და/ან სადარბაზოს კარების დამზადების და მონტაჟის შემთხვევაში – 30%; ზ) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირების (წითელ ხაზებში მოქცევა) შემთხვევაში – 50%; თ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში – 15%; ი) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის შემთხვევაში – 30%; კ) სადარბაზოს შიდა, ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული თაღების რემონტის შემთხვევაში – 20%; ლ) ამორტიზებული (მწყობრიდან გამოსული) ლიფტების მოდერნიზაციის (კაპიტალური შეკეთების) შემთხვევაში – 15%; მ) საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის კიბეების აღდგენის შემთხვევაში – 25%; ნ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟების შემთხვევაში – 10%; ო) არაუმეტეს სამსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრების შემთხვევაში – 15%; პ) ოთხსართულიანი ან ხუთსართულიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების გამაგრების შემთხვევაში, როდესაც სამუშაოების ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – 15%; ჟ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ინდივიდუალური ბინების შესასვლელებიდან გეოთერმული ცხელი წყლის საზომი სისტემის თითოეულ ბინაში  საბოლოო მოხმარების წერტილებთან დაკავშირების შემთხვევაში – 10%. რ)  ამხანაგობის  საერთო  საკუთრებაში  არსებულ  მიწის  ნაკვეთზე  მიწისქვეშა  ავტოსადგომების მოწყობის  შემთხვევაში  –  50%.  ამასთან,  ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანამონაწილეობის წილი არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს; ს) სადარბაზოს  შესასვლელის  გაღების  ვიდეო/აუდიოსისტემის  ე.წ.  „დომოფონის ”  დამონტაჟების შემთხვევაში – 50%; ტ) ამ პუნქტის „ა  , „ბ“  , „დ ” და ,,კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება საჭიროებს წინასწარ  და სამუშაოების დასრულების შემდგომ საექსპერტო დასკვნებს, რომლის ღირებულებაშ ამხანაგობის თანამონაწილეობის წილი განისაზღვროს ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში  – 25 %,  ,,ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 20 %, ,,დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 30 % და ,,კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 20%; უ)  ამ  პუნქტის  „ა“-„ტ“  ქვეპუნქტების  და  3-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა“  და  ,,ბ“  ქვეპუნქტების შემთხვევაში,  თუ  ბინათმესაკუთრე  წარმოადგენს  სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის შეფასების  და  მონაცემთა  ბაზის  ფორმირების  პროგრამაში  დარეგისტრირებულ  70  000  ან  70  000-ზე დაბალი სარეიტინგო  ქულის  მქონე  ოჯახის  წევრს,  ბინათმესაკუთრის  თანამონაწილეობის  წილს  100%-ით  დაფარავს  ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერია.  ამ  პუნქტის  მიზნებისთვის, ბინათმესაკუთრის  თანამონაწილეობის  წილის  განსასაზღვრად  ამხანაგობის  მიერ  გაწეული  ხარჯი თანაბრად ნაწილდება ყველა მესაკუთრეზე. 3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი; ბ) ამხანაგობის მიერ შერჩეული, მომსახურე ორგანიზაციის მიერ მომზადებული დეფექტური აქტისა და ხარჯთაღრიცხვის დედანი. მუხლი 3🔗 1. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობის გამაგრების სამუშაოების მომზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება – 15%; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზა – 15%. 2.  სამუშაოს  არქიტექტურულ-სამშენებლო  პროექტის  შესაბამისად  განხორციელებას ზედამხედველობას  უწევს  არქიტექტურულ-სამშენებლო  პროექტის  ავტორი.  ამხანაგობა ვალდებულია  სამუშაოს  დასრულების  შემდეგ  მერიას  წარუდგინოს  შესაბამისობის  შესახებ დასკვნა. მუხლი 4🔗 1. მერია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ   განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. მერია   ვალდებულია   ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   შესაბამისად  და  კანონმდებლობით დადგენილი   წესით  მიიღოს   გადაწყვეტილება,   განმცხადებლის   მოთხოვნის   დაკმაყოფილების   ან დაკმაყოფილებაზე  უარის  თქმის  შესახებ. 3. განცხადება არ დაკმაყოფილდება,  თუ: ა) წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი შედგენილია დარღვევით; ბ) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია; გ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი; დ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება: ა) სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს; ბ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს; გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არა-ინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს. მუხლი 5🔗 1.  ამხანაგობა    ვალდებულია,   განცხადების   დაკმაყოფილებიდან   სამი   კვირის  ვადაში, თვითონ გააფორმოს   ხელშეკრულება   შესაბამის   მომსახურე  ორგანიზაციასთან,   რომელიც  განახორციელებს განცხადებით გათვალისწინებულ სამუშაოებს. 2. ამხანაგობა ვალდებულია, განცხადების დაკმაყოფილებიდან სამი კვირის ვადაში, მერიას წარუდგინოს: ა) მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების დედანი; ბ) ამხანაგობის   წილის  შესაბამისი  თანხის,  ავანსის  სახით,  გადახდის  დამადასტურებელი  საბანკო ქვითრის დედანი/ასლი. 3.  მერიის  გადაწყვეტილებაში    მითითებული   შესასრულებელი   სამუშაოს  მოცულობის   ან/და ბიუჯეტიდან  გამოყოფილი  თანხის  შემცირების  შემთხვევაში,  ამხანაგობა  ვალდებულია განცხადების  დაკმაყოფილებიდან  3  კვირის  ვადაში,  წარუდგინოს  მერიას  განცხადება  და მომსახურე  ორგანიზაციის  მიერ  შედგენილი  ახალი  დეფექტური  აქტი  ან/და  ხარჯთაღრიცხვის დედანი. 4.  ამ  მუხლის  მე-3  პუნქტში  მითითებულ  შემთხვევაში,  განცხადების  დაკმაყოფილების  შესახებ მერია  იღებს  გადაწყვეტილებას  მე-5  მუხლის  პირველი,  მე-2,  მე-3  პუნქტებით  დადგენილი  წესით. ასეთ  შემთხვევაში,  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტით  გათვალისწინებული  ვალდებულებები,  ამხანაგობამ უნდა შეასრულოს 5 დღის ვადაში. 5. ამხანაგობა არ არის უფლებამოსილი, განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ შეცვალოს მომსახურე ორგანიზაცია. 6.  ამ  მუხლის  პირველი  და  მე-2  პუნქტების  დარღვევა  გამოიწვევს,  განცხადების  დაკმაყოფილების შესახებ ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  ძალადაკარგულად გამოცხადებას,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  ამხანაგობის  თავმჯდომარის  დასაბუთებული წერილობითი  განცხადების  საფუძველზე,  ზემოაღნიშნული  დარღვევის  მიზეზს  მერია  მიიჩნევს  საპატიოდ. მუხლი 6🔗 1.  ამ  წესის  მე-6  მუხლის,  პირველი  და  მე-2  პუნქტებით  გათვალისწინებული  პირობების შესრულების  შემდეგ,  მერია  დებს  ხელშეკრულებას  ამხანაგობასთან,  მათთვის  გადასაცემი  თანხის განკარგვის წესის შესახებ. 2. ამხანაგობა  ვალდებულია  სამუშაოს  დასრულების  შემდეგ  ხელშეკრულებით  გათვალისწინებულ ვადაში  და  ამ  ხელშეკრულებით  დადგენილი  წესით,  მერიაში  წარადგინოს  შესრულებული სამუშაოს  თაობაზე  ტექნიკურ-ფინანსური  ანგარიში,  რომლის  საფუძველზე  მერია  ახორცილებს საბოლოო ფინანსურ ანგარიშსწორებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ტექნიკურ-ფინანსური ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს  მერიაში, სამუშაოს დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 4. ამხანაგობა პასუხისმგებელია, მის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან. 5. თუ   მომსახურე   ორგანიზაცია   დაარღვევს   ამხანაგობასთან    გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ   პირობებს  (სამუშაოს  დასრულების  ვადა,  გარანტია  და სხვ.),   მერიას  უფლება ეძლევა  შემდგომში  არ  დააკმაყოფილოს  ამხანაგობის ის  განცხადება,  რომელსაც  საფუძვლად ედება ზემოაღნიშნული მომსახურე ორგანიზაციის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და ხარჯთაღრიცხვა. მუხლი 7🔗 1. ამხანაგობის     თავმჯდომარე   ან   საამისოდ   უფლებამოსილი   პირი,   ამხანაგობის  აღრიცხვაზედასარეგისტრირებლად   მერიას   მიმართავს   განცხადებით,   რომელსაც თან  ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ)  „ა”  ქვეპუნქტში   მითითებულ   საერთო   კრებაზე  გადაწყვეტილების  მიმღებ  ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა)   ხელმოწერები,  წევრთა   სახელი-გვარისა  და  პირადი  ნომრების  მითითებით; გ) ნოტარიულად  დამოწმებული ამხანაგობის წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) ამხანაგობის     წევრთა  (ბინათმესაკუთრეთა)  სრული  სია  სახელი-გვარის,  ბინის  და ტელეფონის ნომრების მითითებით; ე) ამხანაგობის   თავმჯდომარედ   მოწვეული   მმართველის  არჩევის  შემთხვევაში,  ამხანაგობასა  და მოწვეულ   მმართველს   შორის   გაფორმებული   ხელშეკრულების  ნოტარიულად  დამოწმებული დედანი/ასლი; ვ)  ამონაწერი საჯარო   რეესტრიდან,   რომელიც   ადასტურებს  ამხანაგობის   თავმჯდომარის   მიერ,  იმ მრავალბინიან   სახლში   ბინის  მესაკუთრედ  ყოფნის  ფაქტს,  რომელშიც  აირჩიეს თავმჯდომარედ; ზ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს. 2. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას. 3. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის, ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს მერიის თანხმობას. მუხლი 8🔗 1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) ამხანაგობის მისამართი; ბ) ამხანაგობის სახელი; გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო; დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი; ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა; ზ) დღის წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა; კ) გადაწყვეტილება; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. 2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე. მუხლი 9🔗 1.  მერია  ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის   შესაბამისად,   აღრიცხავს   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს  და  გამოაქვს  გადაწყვეტილება  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  აღრიცხვის  ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს. 2. აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 10🔗 1.  ამხანაგობების  აღრიცხვის  მონაცემთა  ბაზაში  ცვლილებების  შესატანად,  ამხანაგობის თავმჯდომარე  ან  საამისოდ  უფლებამოსილი  პირი,  მერიას  მიმართავს  განცხადებით,  რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ)  „ა”  ქვეპუნქტში  მითითებულ  საერთო  კრებაზე  გადაწყვეტილების  მიმღებ  ამხანაგობის  წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 11🔗 1.  ამხანაგობის   აღრიცხვაზე   და   აღრიცხვის   მონაცემთა   ბაზაში  ცვლილებების  განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 12🔗 1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 13🔗 ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მუხლი 14🔗 ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. დანართი №2 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სააღრიცხვო-საინფორმაციო ბარათი თარიღი            _________________ ქალაქი/უბანი  ______________________________________________________________ მისამართი _________________________________________________________________ შენობის დასახელება  _______________________________________________________ დამატებითი  ინფ. (სართული, სადარბაზო და სხვა) ___________________________ განსახლების, საბინაო და სოციალური სტატუსის სტატისტიკა 1.      საცხოვრებელი ბინების  რაოდენობა________________________________________ 2.      ქირით/გირით გადაცემული ბინების რაოდენობა _________________  ადგილ. /დევ. 3.      შესახლებული დევნილი ოჯახის რაოდენობა ________________________________ 4.      პრივატიზების სტატუსი____________________________________________________ ყველა  ___      თუ არა, რამდენი პრივატიზებულია ამ დროს ________________________  5.      ბენეფიციართა (მოსახლეთა) რაოდენობა _____________________________________ 6.      სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა _______________________ 7.       თვით- / დასაქმებულთა  რაოდენობა ________________________________________ 8.      მთლიანად ეკონომიკური საქმიანობის შეასძლებლობის მქონე პირთა რაოდ. ____ ინფრასტრუქტურული   მდგომარეობა 9.      სახლის ხარისხი შესანიშნავი         ___        კარგი       ___    დამაკმაყოფილებელი ___   ცუდი                    ___            9.1. სახურავის მდგომარეობა  _____________________________________________________ 9.2. სადარბაზოს კეთილმოწყობის ხარისხი _________________________________________     ______________________________________________________________________________ 9.3. შენობის სარდაფში (და ზოგადად)  წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემების გამართულობა___________________________________________________________________   9.4. შენობის სადრენაჟო სისტემის გამართულობა ____________________________________ სხვა (დააკონკრეტეთ)                                                                                    _____________________ 10.  საერთო /კომერციული დანიშნულების მქონე ფართი დიახ _____   (გადადით მე-11 შეკითხვაზე)     არა _____  11.  კვმ ფართობი (საფასურის მითითებით) ______________________ 12.  მიწის ნაკვეთის/ეზოს არსებობა დიახ _____      (გადადით შეკითხვაზე 13 - შემოსავლის შემთხვევაში დააკონკრეტეთ)  _____ არა _____        13.   განსაზღვრულია თუ არა წითელი ხაზები  (მიმდებარე ეზო) დიახ_____  დააკონკრეტეთ ფართობი__________________________________________________ არა  _____       14.  ახლომდებარე ინფრასტუქტურა სკოლა _____  საზოგადოებრივი ტარანსპორტი     _____              მაღაზია _____                        ს/ბაღი  _____   საავადმყოფი   _____             სხვა          _______________________________________ პოტენციური მოვლა ექსპლუატაციის  ჯგუფის წევრები  15.  საერთო ქონების (ეზო,/კომერც.ფართი,სადარბაზო,სხვენი,სარდაფი) მართვ. სტრუქტურა დიახ  _____     (ბინათ. ამხანაგობის სახელი) _______________________________________     არა       საკონტ. პირი(ამხ.თავმჯდომარე)____________________________   ტელ:________________ ამხანაგობის თავმჯდომარის ვადა ________________პირადი N________________________  ამხანაგობის წევრთა რაოდენობა (რომლებიც იმყოფებიან ფაქტობრივ მისამართზე______ 16.  ტექნიკური უნარების მქონე პირთა არსებობა დიახ ___ (გადადით მე-18 შეკითხვაზე) არა _____ 17.  მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფის რამდენი პოტენციური წევრია _______________ მათ შორის: თვითდასაქმებული         ___________________       დასაქმებული    ___________________         18. დასაქმების შეასძლებლობის მქონე უმუშევართა რაოდენობა ____________________ ტრენინგების გამოცდილება დიახ _____                      არა _____              პროფესიული განათლების სურვილი დია  _____  (თუ დიახ, რა სპეციალობების შესწავლა გსურთ)  არა _____ _____________________________________________________________________________ შენიშვნა: (ამხანაგობების მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროგრამები) _____________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________