ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახაებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2015
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010050020.35.158.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახაებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახაებ ანგარიშის წარდგენის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლისა (შემდეგში –
გამგებელი) და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (შემდეგში –
საკრებულოს წევრი) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულემებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა
1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს.
2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 4🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენა
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რომელიმე დასახლებულ პუნქტის ამომრჩეველს, საკუთარი შეხედულებისამებრ.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირიებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშების განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
მუხლი 6🔗.
ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1(ერთი) კვირით ადრე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 7🔗.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომჩეველთან საჯარო შეხვედების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი გამგეობის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.
2.მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამასახურები.
3. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და, საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეო ტექნიკის გამოყენებით.
მუხლი 8🔗
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.