სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2015
ძალის დაკარგვა 26.02.2018
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,020 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2015 მიღება
26.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2015 წლის 7 სექტემბერი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისიის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლოების საკითხთა შესწავლის მიზნით შექმნილია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისია. 2. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს  და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს. 3. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა  და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. კომისიის ვადად განისაზღვროს საკრებულოს უფლებამოსილების ვადა. თავი II დროებითი კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის წევრთა უფლებამოსილებანი მუხლი 2🔗 1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრების, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის, ინტელიგენციის წარმომადგენლებით, არაუმეტეს 15 წევრისა. 2. დროებითი კომისიის წევრების კანდიდატურების დაყენების უფლება აქვთ: ა) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს; გ) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს. 3. დროებითი კომისიის წევრების კანდიდატურებს საკრებულოს ბიუროს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. დროებითი კომისიის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით,  ამტკიცებს  საკრებულო. მუხლი 3🔗 1. დროებითი კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და/ან წარმოდგენილ პროექტებზე დასკვნის მომზადება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება: ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას; ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გერბის, დროშის, ჰიმნისა და სხვა ახალი სიმბოლოების შექმნას,  შემოღებას, მათ გამოსახვის ფორმებსა და აღწერილობებს; გ) ჰერალდიკურ საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას. 2. დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ამყარებს ურთიერთობებს საქართველოს, უცხოეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან; ბ) აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო სექტორთან; გ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს სათანადო რეაგირებას; დ) ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და მათ წარუდგენს საკრებულოს ან გზავნის დანიშნულებისამებრ; ე) ახორციელებს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗 1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს: ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები  და წარმოადგინოს წინადადებები; ბ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში; ბ) შეასრულოს კომისიის მიერ დაკისრებული მოვალეობები. თავი III დროებითი კომისიის სხდომები მუხლი 5🔗 1. დროებითი კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ 2 (ორ) თვეში 1 (ერთი) სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის სხდომის მასალები ურიგდებათ და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ  კომისიის წევრებს ეცნობებათ სხდომამდე შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი დღისა. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. 5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ნებისმიერი დაინტერესებული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 7. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. მუხლი 6🔗 1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები. 2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეკომენდაციის, დასკვნის, წინადადების სახით. 3. კომისიის გადაწყვეტილებები წარედგინება საკრებულოს სხდომას და/ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. 5. საკრებულოს მიერ არჩეული და მისი თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ. თავი IV დროებითი კომისიის თავმჯდომარე მუხლი 7🔗 1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს კომისიის წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი  პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით  და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისია, კომისიის წევრთაგან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების შემთხვევისათვის. მუხლი 8🔗 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კომისიის წინაშე შეიძლება წერილობით დასვან დროებითი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. 2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა კომისიის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან. 4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დროებითი კომისიის წევრები უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს დროებითი კომისიის ახალ თავმჯდომარეს. თავი V დროებითი კომისიის სამდივნო მუხლი 9🔗 1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს კომისიისადმი დაქვემდებარებულ საკრებულოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. 2. კომისიის სამდივნო: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას; ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმის წარმოებას; გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარის და ამ კომისიის დავალებებს. 3. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს უფროსი, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სპეციალისტები. 4. კომისიის სამდივნოს შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 35-ე მუხლის პირველი ნაწილის  „თ“ ქვეპუნქტი. თავი VI დასკვნითი დებულებები მუხლი 10🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის გათვალისწინებით.