მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2015
ძალის დაკარგვა 01.02.2018
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2015 წლის 7 სექტემბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის და ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის №35 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 3🔗
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ივნისის №19 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08.06.2015, N270070000.35.159.016198).
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი