„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები“;
ბ) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება. პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში პირი შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ამ თანამდებობას საპენსიო ასაკის ან დაწესებულების მიერ დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე იკავებს. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით.“.
1. ამ კანონის ამოქმედებამდე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად არჩეულ სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორს, ასოცირებულ პროფესორს, ასისტენტ-პროფესორს, ასისტენტს უფლებამოსილება შეუწყდება იმ ვადის გასვლისთანავე, რომლითაც იყო იგი არჩეული.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად ზედიზედ მესამე ვადით არჩეული სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორი ამ კანონის შესაბამისად თანამდებობას დაიკავებს შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის ან დაწესებულების მიერ დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე. ამ კანონის ამოქმედებამდე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად ზედიზედ მესამე ვადით არჩეულ სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) იმ პროფესორს, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს ან დაწესებულების მიერ დადგენილ ზღვრულ ასაკს, უფლებამოსილება შეუწყდება იმ ვადის გასვლისთანავე, რომლითაც იყო იგი არჩეული.
მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უზრუნველყოს დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 3 სექტემბერი 2015 წ. N4202-Iს |