⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.06.2023)
გაუქმებულია:

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის” 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2015
ძალის დაკარგვა 02.06.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/09/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,301 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2015 მიღება
02.06.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
17 18
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
საქმეთა დასახელება
თანამდებობა სახელი
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი)ოქმები, საჯარიმო ქვითრები შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის” 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2015 წლის 7 სექტემბერი ხაშური საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის” ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება.  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 ნაწილების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“(დანართი №1) . მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ,,საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“ (დანართი №2). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ,,საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №3). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს ,,გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი“ (დანართი №4). მუხლი 6🔗 ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. მუხლი 7🔗 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 8🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი №1 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები   1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის  გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება  1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტის გამგეობა აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. 3. ოქმების გაცემა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის მიერ ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების ჟურნალში. მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა 1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან, რომელსაც განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 4🔗. ოქმების შევსება და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს,  უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას. 2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება: ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი ან მონაცემები სამართალდამრღვევი იურიდიული პირის შესახებ: იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს, წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში. 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში. 7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ)  ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2     საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა . ოქმი  N -----------------------------------                                                               ----- ------------------------  20 ------- წ.    ------- ------- სთ. ​ (ოქმის შედგენის ადგილი)                                                                                             (ოქმის შედგენის თარიღი და დრო) ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ___________________________________________________________________​ ​(ოქმის შემდგენლის სამსახურის დასახელება, თანამდებობა,  სახელი, მამის სახელი და  გვარი) მონაცემები დამრღვევის შესახებ ___________________________________________________________________________________ ​ (მონაცემები სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესახებ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი ან _____________________________________________________________________________________ ​მონაცემები სამართალდამრღვევი იურიდიული პირის შესახებ: იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები) ინფორმაცია სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი) ____________________________________________________________________________________________  ნარჩენების მართვის კოდექსის ________________________________________________________________________________________________ ​(მუხლი ან მუხლის ნაწილი, პუნქტი, ქვეპუნქტი) მოწმე (თუ არის): 1. _____________________________________________________  /________________________/                                 2. ______________________________________________  /__________________________/ ​                                  (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ. ადგილის მისამართი, პირადი N)                    /ხელმოწერა/ დაზარალებული (თუ არის):               1. __________________________________________   /__________________________/                                                          2.__________________________________________   / __________________________/ ​                                                       (სახელი, გვარი, მამის სახელი, საცხ.ადგილის  მისამართი, პირადი N)                                               /ხელმოწერა/ დამრღვევის ახსნა-განმარტება ___________________________________________________________________________________ საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები ___________________________________________________________________________________________ გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს: “ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა , ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.“ შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნის  შინაარსი:    _______________________________________________________________________ __________________________________________________________________________ სამართალდამრღვევი:_______________________________________________________/________________________/ ​(​ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა )                                                                  (თარიღი) ოქმის შემდგენელი:_________________________________________________________/________________________/                                        ​(სახელი და  გვარი)                                              ​ (​ხელმოწერა, თარიღი ​) დანართი №3 საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის  № ოქმის გამცემი   ოქმის მიმღები     შედგენილი ოქმები თანამდებობა სახელი გვარი ხელ მოწერა თანამდე ბობა სახელი გვარი ხელმოწერა ოქმის № თანამდე ბობა სახელი გვარი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16  დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი)ოქმები, საჯარიმო ქვითრები  შენიშვნა დაბრუნების თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი ოქმის, საჯარიმო აქტის № თანამდებობა სახელი გვარი 17 18 19 20 21 22 23 დანართი №4 აქტი №  ქ. ხაშური ------  ------------- 20    წელი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი . № საქმეთა დასახელება რაოდენობა ოქმის ექსკლუზიური ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ   აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს.