„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2015 წლის 7 სექტემბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016137) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით,  ამ დებულებითა და  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით. “;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  სამსახურის უფლებამოსილება

სამსახური უზრუნველყოფს:

1. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას.

2. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას.

3. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე.

4. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს.

5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას.

6. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე.

7. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე.

8. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე.

9. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე.

10. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას.

11. არასაგადასახადო შემოსავლებისა და მოსაკრებლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზაციის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნათა განხორციელებისა და თანხების ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირების ორგანიზაციას.

12. დადგენილი მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის აღსრულების უზრუნველყოფას.

13. მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების ცალკეული სახეების მიხედვით გაანგარიშებასა და საგეგმო მაჩვენებლების შედგენას როგორც წლიურ ჭრილში, ისე თვეების მიხედვით და სათანადო მონაცემების წარდგენას გამგებლისათვის.

14.   კონტროლს მიწათსარგებლობის,  გარე ვაჭრობის, რეკლამის განთავსების წესების დაცვაზე.

15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას.

16. კონტროლს საქართველოს კანონით  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული  წესების დაცვაზე.

17. დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.

18. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

გ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7) ეკონომიკური გავითარების დაგეგმვის, სტატისტიკისა და ტურიზმის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით;

ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას;

თ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას;

ი) ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადებას;

კ) არასაგადასახადო შემოსავლებისა და მოსაკრებლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზაციის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნათა განხორციელებისა და თანხების ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირების ორგანიზაციას;

ლ) დადგენილი მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის აღსრულების უზრუნველყოფას;

მ) მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების ცალკეული სახეების მიხედვით გაანგარიშებასა და საგეგმო მაჩვენებლების შედგენას როგორც წლიურ ჭრილში, ისე თვეების მიხედვით და სათანადო მონაცემების წარდგენას სამსახურის უფროსისთვის;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

დ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა)   კონტროლს მიწათსარგებლობის,  გარე ვაჭრობის, რეკლამის განთავსების წესების დაცვაზე;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

გ) კონტროლს საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული  წესების დაცვაზე;

დ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკობა ჯიქია