ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ

მიღების თარიღი 04.04.1995
ძალის დაკარგვა 11.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №704
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.000.105
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 04/04/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 781 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.1995 მიღება
11.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 1.0in 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს რესპუბლიკის კანონი ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის საფუძველზე და "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან სახელმწიფო გადასახადის ამოღებისა და გამოყენების წესს. 2. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადი არაპირდაპირი რესპუბლიკური მიზნობრივი გადასახადია, რომელიც ჩაირიცხება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში და გამიზნულია ჯანდაცვის რესპუბლიკური პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად. 3. ჯანმრთელობისათვის მავნედ ითვლება ის პროდუქცია, რომლის გამოშვება და (ან) რეალიზაცია დაშვებელია საქართველოს რესპუბლიკაში, მაგრამ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და შედეგება აღმოფხვრა დამატებითი სამედიცინო პროფილაქტიკურ-სამკურნალო სამუშაოების განხორციელებას საჭიროებს. 4. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებასა და საქართველოს რესპუბლიკაში მის რეალიზაციაზე წესდება შესაბამისი გადასახადი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში. 5. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადი სავალდებულოა ყველა დაწესებულების, საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღნიშნულ საქმიანობას ეწევიან.      მუხლი 2🔗. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის გადამხდელები  ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის გადამხდელები არიან: 1. საწარმოები და ორგანიზაციები, მათი ფილიალები და სხვა სტუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც განლაგებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე და აწარმოებენ ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციას. 2. ყველა იურიდიული, ფიზიკური და სხვა პირი, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებენ.     მუხლი 3🔗. დაბეგვრის ობიექტი დაბეგვრის ობიექტია ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის ღირებულება.      მუხლი 4🔗. დასაბეგრი თანხა ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადი განისაზღვრება ცალკეული სახეობის პროდუქციაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით.     მუხლი 5🔗. გადასახადის განაკვეთები, გაანგარიშების და გადახდის წესი 1. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის ნუსხას და გადასახადის ოდენობას ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 2. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის მწარმოებელი საწარმო დაწესებულ გადასახადს იხდის ყოველთვიურად არა უგვიანეს შემდგომი თვის 25 რიცხვისა. გადასახადის ვადა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვის გაფორმების დღით; ვადაგადაცილებულ თვითეულ დღეზე ირიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით. 100 დღის ვადის გადაცილება ითვლება გადასახადისაგან თავის არიდებად. გადასახადისაგან თავის არიდების შემთხვევაში საწარმო ჯარიმდება გადასახდელი თანხის ათმაგი ოდენობით. ჯარიმის გადახდა არ ათვისუფლებს საწარმოს გადასახადის გადახდისაგან. 3. საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებენ ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის საქართველოში რეალიზაციას, ვალდებულია დადგენილი ოდენობით გადაიხადოს გადასახდელი თანხა პროდუქციის რეალიზაციიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. ვადაგადაცილებული თითოეული დღისათვის საურავი განისაზღვრება გადასახდელი თანხის 0,5 პროცენტის ოდენობით. 100 დღით ვადის გადაცილება განიხილება გადასახადისაგან თავის არიდებად. სათანადოდ გაუფორმებელი ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის რეალიზაციის ფაქტის დაფიქსირებისას საქონლის მთელი პარტია იბეგრება, როგორც გადასახადისაგან თავის არიდებისას. გადასახადისაგან თავის არიდებისას საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია ჯარიმდება გადასახდელი თანხის ათმაგი ოდენობით. ჯარიმა არ ათავისუფლებს დაწესებულებას (საწარმო, ორგანიზაცია) გადასახადის გადახდისაგან. 4. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე რეექსპორტით შემომტანი საწარმო, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ერთი თვის ვადაში გაიტანოს აღნიშნული პროდუქცია საქართველოდან. თუ რეექსპორტით შემოტანილი პროდუქცია ან მისი ნაწილი ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ მაინც აღმოჩნდება საქართველოში, მაშინ შესაბამისი პროდუქციის რეექსპორტით შემომტანი დაწესებულება (საწარმო, ორგანიზაცია) ვალდებულია დადეგნილი გადასახადი გადაიხადოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში რეექსპორტით შემოტანილი საქონლის მთელი პარტიისათვის. ასეთ შემთხვევაში საურავის გადახდა და დაჯარიმება ხდება ქვეყნის შიგნით პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევისათვის განსაზღვრული წესით. 5. ჯანმრთელობისათვის მავნე იმ პროდუქციის ხელმეორე რეალიზაციისათვის, რომლის რეალიზაციისათვის ერთხელ უკვე გადახდილია გადასახადი წინა რეალიზაციის მიერ და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გადასახადი არ გადაიხდება. 6. ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქცის წარმოებისა და რეალიზაციისათვის დაწესებული გადასახადის ამოღებასა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვას უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია. საგადასახადო ინსპექციის ეფექტიანი მუშაობის სტიმულირებისათვის დაწესებულია, რომ გადასახადის ვადის გადაცილებისა და გადასახადისაგან თავის არიდების შემთხვევის დაფიქსირებისას ინსპექციას გადაერიცხება ამოღებული საურავისა და ჯარიმის 50 პროცენტი.     მუხლი 6🔗. პასუხისმგებობა გადასახადის გადახდისათვის 1. პასუხისმგებლობა ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის გადასახადის გამოანგარიშების სისწორისათვის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში დროულად ჩარიცხვის და საგადასახადო ორგანოებში გაანგარიშების დადგენილ ვადებში წარმოდგენისათვის ეკისრებათ გადამხდელებსა და მათ თანამდებობის პირებს საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საგადასახადო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა გადამხდელთა მიერ ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გადასახადის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის სათანადო დაცვის უზრუნველყოფისა და მისი გამოყენებისადმი კონტროლისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო მეთაური                                                       ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი                               ვახტანგ გოგუაძე ქ. თბილისი, 1995 წლის 4 აპრილი. №704-IIს შეტანილი ცვლილებები: 1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2009 წლის 25 თებერვლის კანონი №1002-ს - სსმ I, №3, 11.03.2009 წ., მუხ.8